ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდენცია გრძელდება 
Header Image Promo

ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდენცია გრძელდება

თარიღი: 2014-08-04

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2014 წლის 7 თვეში (იანვარ-ივლისი) მსოფლიოს 35 ქვეყანაში ღვინის ექსპორტმა 31 376 279 (0,75 ლ) ბოთლი შეადგინა, რაც 95%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების პირველი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, პოლონეთი და ბელარუსი, სადაც რუსეთი ლიდერობს 65%-ით ექსპორტის მთლიან მოცულობაში. ღვინის ექსპორტმა რუსეთში 2014 წლის პირველი 7 თვის მონაცემებით 20 502 499 ბოთლი შეადგინა. საექსპორტო ქვეყნების ათეულშია ჩინეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი და აზერბაიჯანი.

საანგარიშო პერიოდში, ექსპორტირებულია 102 186 500 აშშ დოლარის ($) პროდუქცია, რაც 117%-ით აღემატება 2013 წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში 12 ქვეყანაში ექსპორტირებულია  6 455 295 (0,5ლ) ბოთლი ბრენდი. წლის განვლილ 7 თვეში ბრენდის ექსპორტმა თანხაში 22 973 604 აშშ დოლარი ($) შეადგინა, რაც 66%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტიორ ქვეყნებში ლიდერობს უკრაინა, სადაც იანვარ-ივლისის პერიოდში ექსპორტმა - 3 341 904 ბოთლი შეადგინა, მეორე ადგილს  2 636 496 ბოთლით იკავებს რუსეთი.