Header Image Promo

სერტიფიცირების ახალი წესები

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის სისტემის გაუმჯობესების მიზნით, თებერვლიდან ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიცირების ახალი წესები ამოქმედდა. ცვლილებების შედეგად, ღვინის ეროვნულ სააგენტოს საშუალება ექნება უფრო ეფექტურად და კვალიფიციურად წარმართოს ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიცირების, საინსპექციო კონტროლისა და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები. ახალი რეგულაციები ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ხარისხის კონტროლის სისტემის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით, სააგენტოში მომზადდა სპეციალური გზამკვლევი ყველა დაინტერესებული პირისთვის, რომელიც განთავსდა სააგენტოს ვებ-გვერდზე შემდეგ მისამართზე: http://georgianwine.gov.ge/geo/text/183/

2016 წელი

სააგენტოს სერტიფიცირების სამმართველოში შემოსული განაცხადების საფუძველზე,  სხვადასხვა დასახელების ღვინოებზე ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელ კომპანიაზე  სულ გაცემულია - 8282 ცალი საექსპორტო სერტიფიკატი.

მათ შორის:

შესაბამისობის სერტიფიკატი - 4257 ცალი  (ყოფილი დსთ-ს და მე-3 ქვეყნებზე)

VI-1 ფორმის სერტიფიკატი - 4025   ცალი (ევროგაერთიანების ქვეყნებზე)