Header Image Promo

ვენახების კადასტრის პროგრამა 2016

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ვენახების უწყებრივი კადასტრის პროგრამის განხორციელება 2014 წელს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან დაიწყო.

კადასტრის სისტემა ეფექტურად მუშაობს ევროკავშირის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მევენახეობა-მეღვინეობაა განვითარებული. საქართველოში ანალოგიური სისტემა აქამდე არ არსებობდა. საკადასტრო ბაზის არსებობა აუცილებელია ვენახების აღრიცხვიანობის მოწესრიგებისათვის, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გადაწყვეტილებების მისაღებად, რთველის პროცესის სწორად დაგეგმისთვის, ღვინის წარმოებისა და მისი მოძრაობის კონტროლირებისათვის, ზოგადად - მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს რეგულირებისათვის.

საკადასტრო ბაზა ხელს შეუწყობს:

ყურძნის წარმოებით დაკავებული ფერმერების ეკონომიკური შემოსავლების სტაბილურობას;

ღვინის კომპანიებს - სანედლეულო ბაზის სწორ პროგნოზირებისა და პროდუქციის სიმძლავრეების წინასწარ დაგეგმვაში, რომელიც პირდაპირ აისახება კომპანიების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე;

მევენახეობა-მეღვინეობის სექტორში სახელმწიფო პროექტების ეკონომიკურ ეფექტურობის ამაღლებას პროგრამით გათვალისწინებული რესურსების მიზნობრივად მიმართვის გზით.

განხორციელებული ღონისძიებებების შედეგად ამაღლდება და გაძლიერდება მევენახეობა-მეღვინეობის დარგის რეგულირების სისტემა, დაიხვეწება ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოების სახელმწიფო რეგულირების მიმართულებები.ვენახების კადასტრი მოიცავს ვენახების ფართობების რეესტრებს, ინფორმაციას ვენახებში გაშენებული ვაზის ჯიშობრივი შემადგენლობისა და მდგომარეობის შესახებ.

კადასტრის სისტემის საფუძველია ერთიანი მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს გეოგრაფიულ-საინფორმაციო სისტემაზე (GIS) დაფუძნებულ სატელიტურ რუკებს. 

2016 წელს  საკადასტრო სამუშაოები კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში ჩატარდა, სადაც აღირიღიცხა 5477,2 ჰა ვენახი.