ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები

ატენი (ატენური)

გეოგრაფიული მდებარეობა - მევენახეობის სპეციფიკური ზონა ატენი (ატენური) მდებარეობს შიდა ქართლში, გორის ადმინისტრაციულ რაიონში., თრიალეთის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი კალთების დაბოლოებაზე, მთისწინების გორაკ-ბორცვიან ზოლში ჩრდილო განედის 42031׀ და აღმოსავლეთ გრძედის 42054׀ კოორდინატებზე, მდინარე ატენურის მარცხენა და მარჯვენა მხარეს და ქმნის ორ ურთიერთ საპირისპირო (ჩრდილო-აღმოსავლეთის, სამხრეთის და სამხრეთ-დასავლეთის) დახრილობის ფერდობებსა და გავაკებებს, რომელიც მიმართულია მდინარე ატენურის აუზისაკენ.



მიკროზონაში ვენახები მოქცეულია 620 მეტრიდან 750 მეტრამდე სიმაღლის ფარგლებში და მოიცავს სოფლებს: პატარა ატენს, გარდატენს და დიდ ატენს.



კლიმატი - სპეციფიკური ზონა მიეკუთვნება ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულ კლიმატურ ოლქს, რომელიც ზომიერად თბილი სტეპურიდან ზომიერად ნოტიოზე გარდამავალი კლიმატით ცხელი ზაფხულითა და ცივი ზამთრით ხასიათდება.



მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 2200-2300 საათის, სავეგეტაციო პერიოდში 1500-1700 საათს ჭარბობს. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 10,70-ს, ყველაზე თბილი თვის _ აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 22,00-ს, ყველაზე ცივი თვის იანვარისა კი მინუს 1,50-ს აღწევს.



ჰაერის საშუალო დღე-ღამური ტემპერატურის 100-ზე ზევით მდგრადი გადასვლა აპრილის შუა რიცხვებიდან (16.IV), ხოლო ქვევით დაცემა (25.IX) ოქტომბრის ბოლოს ხდება ამ პერიოდის ხანგრძლივობა 192 დღეს უდრის. 100-ზე აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 34500-ს უახლოვდება.



შემჩნეულია, რომ მდ. მტკვრის მარჯვენა მხარეს, მდ. ტანას ქარებისაგან დაცულ ხეობაში ხარისხოვანი პროდუქციის მისაღებად საკმაო სითბო 650 მ სიმაღლემდე შესაძლებელია 75% წლებში, ე. ი. 10 წელიწადში 7-8-ჯერ, ხოლო საუკეთესო ხარისხის პროდუქციაა ჩინურისა და გორული მწვანისაგან მიიღება 25% წლებში, ე. ი. 4 წელიწადში ერთჯერ.



ქ. გორიდან სამხრეთით, მდ. ტანას ხეობაში, სიმაღლის მატებით ნალერქების წლიური ჯამი თანდათან კლებულობს და ატენში ზღვის დონიდან 620 მ სიმაღლეზე 560 მმ-ს უდრის. ნალექების საშუალო თვიური რაოდენობა უდიდესია (73 მმ) მაისში, უმცირესი (32 მმ) კი აგვისტოში. წლის თბილ პერიოდში ნალექებს 344 მმ-ზე მეტი არ მოდის. ჰიდროთერმული კოეფიციენტი ივლისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის პირველ რიცხვებამდე (112 დღის განმავლობაში) 1-ზე ნაკლებია. განსაკუთრებული გვალვიანობით გამოირჩევა ივლისი და აგვისტო, როცა ვენახი ინტენსიურ რწყვას მოითხოვს. დანარჩენ თვეებში ნალექები იმაზე მეტია, რამდენიც ნიადაგიდან და მცენარეულობიდან შესაძლოა აორთქლდეს.



სეტყვიან დღეთა რიცხვი წელიწადში საშუალოდ 2-ს უდრის. სეტყვა შედარებით ხშირად (0,8 დღე) მაისში მოდის.



გორის რაიონში, მდ. მტკვრის ხეობაში გაბატონებულ ჩრდილო-დასავლეთისა (44%) და მისი პერპენდიკულარული სამხრეთ-აღმოსავლეთის (41%) ქარები მდ. ტანას ხეობაში ნაკლები სიძლიერით ხასიათდება. თრიალეთის ქედის განშტოებები საცხენისისა და წერეთის ქედები მდ. ტანას ხეობას აღნიშნული მიმართულებებიდან ჰაერის მასების უშუალო შემოჭრისაგან იცავენ. ქარები უმთავრესად ხეობის გასწვრივ ქრიან, რომლის სიღრმეში მათი სიძლიერე თანდათან მცირდება.



ჰაერის მინიმალური ტემპერატურების საშუალო, სანაპირო ზოლთან შედარებით გაზრდილია და მინუს 12-140C-ის საზღვრებში იცვლება. ასეთ შემთხვევებში 10 წელიწადში მოსალოდნელია ყინვების 17-190C-მდე დაცემა და მოზამთრე ერთწლიანი ნაზარდების მნიშვნელოვანი დაზიანება.



ნიადაგები - ძირითადად ნიადაგის ორი ტიპია წარმოდგენილი _ ყავისფერი და ალუვიური ნიადაგები. მცირე ლაქების სახით წარმოდგენილია დელუვიური და პროლუვიური ნიადაგებიც.



ნიადაგების პროფილის სისქე 0,7-1,5 მეტრის ფარგლებშია, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 30-60 სმ-ის ფარგლებში ცვალებადობს. მექანიკური შედგენილობის მიხედვით ძირითადად მძიმე თიხნარებისა და მსუბუქ თიხებს მიეკუთვნებიან, სადაც ფიზიკური თიხის შემცველობა 40-70%-ის ფარგლებშია. თიხის რაოდენობა კი ძირითადად ლექის (<0,081 მმ) ფრაქციითაა გაზრდილი და ამიტომ ლექინ-ლამიანი ნიადაგების ჯგუფს მიეკუთვნებიან. კარბონატების მეტწილად მცირე რაოდენობით შეიცავენ და პროფილში 0,2-14,0%-ის ფარგლებში ცვალებადობს. ნიადაგის არეს რეაქცია (PH) სუსტი და საშუალო ტუტეა, PH-ის მაჩვენებელი 7,2-8,2-ის ფარგლებშია. ჰუმუსს საშუალოდ და მცირე რაოდენობით შეიცავეს და პროფილში 3,25-0,5%-ის ფარგლებშია. ჰიდროლიზური აზოტით მეტწილად ღარიბია, 100 გ ნიადაგში 6,0 მგ-ს არ აღემატება. გამონაკლის შემთხვევებში კი საშუალოდაა წარმოდგენილი და 7-10 მგ-ს შეადგენს 100 გ ნიადაგში. საშუალო და მცირე რაოდენობით შეიცავს ხსნად (შესათვისებელ) ფოსფორს და 6,0-1,2 მგ-ის ფარგლებშია 100 გ ნიადაგში. ზოგიერთ შემთხვევებში კი მხოლოდ კვალის სახითაა წარმოდგენილი. გაცვლითი კალიუმს საშუალო და მცირე რაოდენობით შეიცავენ და ნიადაგის საპლანტაჟო ფენაში 46,0-9,2 მგ-ის ფარგლებშია 100 გ ნიადაგში. შთანთქმული ფუძეების ჯამი (Ca+Mg) საშუალო და მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება და 20,0-54,3 მილიექვივალენტის ფარგლებშია 100 გ ნიადაგში. ჯამიდან გაცილებით მეტი პროცენტი მოდის შტანთქმულ კალციუმზე, მაგნიუმი კი გაცილებით მცირეა.



აგროტექნოლოგიური რეგლამენტები



"ატენის" ("ატენურის") დასახელების ღვინის საწარმოებლად, ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, რეკომენდირებულია შემდეგი აგროტექნოლოგიური რეგლამენტები.



ჯიში ჩინური



გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 640-830 მეტრამდე

დარგვის სქემა: 2,5 X 1,5 2,0 X 1,5

შტამბის სიმაღლე: 90-100 სმ

სხვლის ფორმა: ქართული ორმხრივი შპალერი და თავისუფალი

დატვირთვის ნორმა: 1მ2 7-10 კვირტი

მოსავალი: ჰა-ზე 8-9 ტ



ჯიში გორული მწვანე



გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 640-830 მ-მდე

დარგვის სქემა: 2,5 X 1,5 2,0 X 1,5

შტამბის სიმაღლე: 90-100 სმ

სხვლის ფორმა: ქართული ორმხრივი შპალერი, თავისუფალი

დატვირთვის ნორმა: 1მ2 8-10 კვირტი

მოსავალი: 8 ტ/ჰა-ზე



ჯიში ალიგოტე



გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 640-850 მ-მდე

დარგვის სქემა: 2,5 X 1,5 2,0 X 1,5

შტამბის სიმაღლე: 90-100 სმ

სხვლის ფორმა: ქართული ორმხრივი შპალერი, თავისუფალი

დატვირთვის ნორმა: 1მ2 8-10 კვირტი

მოსავალი: 8 ტ/ჰა-ზე



ნიადაგის მოვლა-დამუშავება:



ნიადაგის საშემოდგომო და საგაზაფხულო ხვნა და კულტივაცია. სავეგეტაციო მორწყვის დამთავრება რთველის დაწყებამდე ერთი თვით ადრე.



ურწყავში ნიადაგის ზედაპირის ფხვიერ მდგომარეობაში შენარჩუნება.



განოყიერება



ორგანული და მინერალური სასუქების გამოყენება კარტოგრაფიული რეგლამენტებით.



ფიტოსანიტარული რეგლამენტი:



ძირითადი დაავადებები: ნაცარი, ჭრაქი

მავნებლები: ვაზის ცრუფარიანა, ყურძნის ჭია.

ბრძოლის ღონისძიებები: საქართველოში რეგისტრირებული, შესაბამისი კონტაქტური და სისტემური პრეპარატების გამოყენება.



ჯიში ჩინურის, გორული მწვანისა და ალიგოტეს

სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება



ჩინური - ქართული აბორიგენული მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია, რომელიც ლიტერატურაში ატენურის სახელითაც არის ცნობილი. სამეურნეო დანიშნულების მიხედვით იგი მიეკუთვნება სუფრის ღვინისა და ცქრიალა ღვინომასალების მიმართულების ყურძნის ჯიშთა ჯგუფს. ახასიათებს საგვიანო სიმწიფის პერიოდი და საშუალოზე ძლიერი ზრდა.



საშუალო მოსავალი 8-9 ტ/ჰა-ზე. მწიფე ყურძენში შაქრიანობა _ 170-205 გ/დმ3, მჟავიანობა 7-8 გ/დმ3. მტევნის საშუალო წონა 172-185 გ-მდე.



გორული მწავნე - გორული მწვანე ქართული მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი თეთრყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშია, საგვიანო სიმწიფის პერიოდის. სხვა ჯიშებისაგან განსხვავებით აგროვებს შედარებით მეტ შაქარს.



ვაზი საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. საშუალო მოსავალი 8 ტ/ჰა-ზე, მწიფე ყურძენში შაქრიანობა 216 - 225 გ/დმ3 აღწევს, ხოლო მჟავიანობა 9,1-10,0 გ/დმ3.



ალიგოტე ფრანგული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. სამეურნეო დანიშნულებით მისი პროდუქცია განკუთვნილია მაღალხარისხოვანი სუფრის ღვინისა და ცქრიალას ღვინოების მისაღებად.



სიმწიფეში შედის სექტემბრის პირველ ნახევარში. საშუალო ზრდის სიძლიერის. საჰექტარო მოსავალი 8-9 ტონას აღწევს. მტევნის საშუალო წონა 125-130 გ, შაქრიანობა 200-210 გ/დმ3, ხოლო მჟავიანობა 8,5-9 გ/დმ3 შეადგენს.



ღვინო "ატენი" ("ატენური") - ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი ცქრიალა ღვინოა. იგი მზადდება ჩინურისა და გორული მწვანის ყურძნისაგან (აგრეთვე რეკომენდირებულია ალიგოტეს ჯიშის ყურძენი) ღვინომასალების მეორადი დუღილით.



ღვინო "ატენი" ("ატენური") ხასიათდება ჩალისფერი შეფერვით, ჰარმონიული გემოთი, ხილის ტონებით, ენერგიული თამაშით.

ღვინო "ატენის" ("ატენურის") ქიმიური მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მაჩვენებლებს:

მოცულობით სპირტშემცველობა, % _ 11,5

შაქრების მასური კონცენტრაცია:

ძლიერ მშრალი არაუმეტეს 3,0 გ/დმ3,

მშრალი - 20-35 გ/დმ3,

ნახევრადმშრალი - 35-50 გ/დმ3,

ნახევრადტკბილი - 50-80 გ/დმ3,

ტკბილი - 80 გ/დმ3 და მეტი

ტიტრული მჟავიანობა 6,0-7,0 გ/დმ3

აქროლადი მჟავიანობა - არა უმეტეს 1,0 გ/დმ3

დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია - არა ნაკლებ 16 გ/დმ3

დანარჩენი ნორმატივები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საკანონმდებლო აქტებს და ევროსაბჭოს 1999 წლის 17 მაისს #1493/1999 დადგენილებას.



სპეციფიკური ზონის ფართობი



"ატენის" ("ატენურის") სპეციფიკური ზონის ფართობი შეადგენს დაახლოებით 14,5 კმ2.



ატენის ხეობაში ღვინის დამზადების თვითმყოფადი ისტორიული და თანამედროვე ტექნოლოგიათა ურთიერთშეჯერება, ხელშემწყობი ბუნებრივ-ეკოლოგიური პირობები (მაღალმთიანი სისტემების ზეგავლენა ტემპერატურულ პირობებზე) აბორიგენული ჯიშების თვისებები უზრუნველყოფს ქართული ტრადიციული ცქრიალა ღვინო "ატენის" ("ატენურის") წარმოებას.

ფოტო


იხილეთ სრულად

ახაშენი

გეოგრაფიული მდებარეობა მევენახეობის სპეციფიკური ზონა ახაშენი მდებარეობს შიდა კახეთში, მდ. ალაზნის შუა წელში, ჩრდილო განედის 41048'׀ და აღმოსავლეთ გრძნედის 45044'׀კოორდინატებზე, განედური მიმართულების მქონე ალაზნის მარჯვენა შენაკადების, ჭერმისხევსა და ფაფრისხევს შორის. ახაშენის დასახლებული პუნქტიდან ჩრდილო-აღმოსავლეთი მიმართულებით მდ. ალაზნამდე მანძილი 9,5 კმ-ია, ხოლო საპირისპირო მხარეს - სამხრეთ-დასავლეთისაკენ - ცივ-გომბორის ქედის თხემურ ნაწილამდე 14,5 კმ. მევენახობის გაადგილების თვალსაზრისით, ახაშენის ტერიტორია მოიცავს ცივ-გომბორის ქედის ტყისპირა კალთების გაგრძელებას და ალაზნის ვაკის მეორე ტერასას. მიკროზონაში ვენახები მოქცეულია 350-700 მეტრის სიმაღლის ფარგლებში არსებულ ფართობებზე და მოიცავს სოფლების: ახაშენის, ჩუმლაყის ტერიტორიის შუა და ზედა ნაწილს, ფაფრის მინდვრების მასივს. ტერიტორიის ძირითადი ნაწილი სამხრეთ-დასავლეთით, ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ და აღმოსავლეთისაკენ სუსტად და საშუალოდ დაქანებულ ფერდობებსა და შლეიფებს წარმოადგენს, სუსტი ტალღისებური ზედაპირით, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით გავაკებაში გადადის და ემიჯნება ალაზნის პირველ ტერასას ჭერმის ხევისა და ფაფრისხევის გაყოლებით.




კლიმატი მიკროზონაში ამინდის ფორმირებას განაპირობებს სუბტროპიკულ და ზომიერ განედებში განვითარებული, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან გადმონაცვლებული ატმოსფერული პროცესები. მიკროზონაში კლიმატი ზომიერად ნოტიოა, ცხელი ზაფხულითა და ზომიერად ცივი ზამთრით. დიდი მნიშვნელობა აქვს მდ. ალაზნის ხეობის მიმართულებას. ხეობაში, კახეთის კავკასიონის მყინვარებით დაფარული მაღალი მწვერვალებიდან დაშვებული ცივი ჰაერის მასები ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ გადაადგილდება ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-დასავლეთ დაქანების მთისწინებზე და გავაკებებზე მდებარე ფართობზე.



ახაშენის განედისათვის ჰორიზონტიდან მზის სიმაღლე ყურძნის მარცვლების ფორმირების პერიოდში 70-600, ხოლო ყურძნის სიმწიფის პერიოდში 50-400 ფარგლებში იცვლება, რაც ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მცირედ დახრილ (2-30) ფერდობებზე ვაზისათვის ეფექტურ რადიაციულ რეჟიმს ქმნის.



მიკროზონაში ყურძნის მარცვლების ფორმირებისა (ივნისის მეორე ნახევარი, ივლისი და აგვისტოს პირველი ნახევრი) და სიმწიფის პერიოდში (აგვისტოს მეორე ნახევრიდან სექტემბრის ბოლომდე) ცის თაღის მოწმენდილობა შესაბამისად 16 და 8 დღეს უდრის. აღნიშნულ პერიოდებში უმზეო დღეთა რიცხვი 3-ს და 1-ს არ აღემატება.



ახაშენის მიკროზონაში მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 2150 2200 საათის საზღვრებში მერყეობს. სავეგეტაციო პერიოდში მზე 1600 საათის განმავლობაში ანათებს. მზის ჯამობრივი რადიაცია მდ. ალაზნის მარჯვენა მხარეში, ახაშენის მიკროზონაში მეტია, ვიდრე მარცხენა სანაპიროზე, რასაც ცის თაღის ნაკლები მოღრუბლულობა იწვევს. ახაშენში ჯამური რადიაციის წლიური მნიშვნელობა 130 კკალ/სმ2-ზე მაღალი არ არის, სავეგეტაციო პერიოდში კი 95-100 კკალ/სმ2 საზღვრებშია. პირდაპირი რადიაცია ჰორიზონტალურ ზედაპირზე წლიურად 75 კკალ/სმ2-ია, ხოლო გაბნეული _ 54 კკალ/სმ2.



ალუვიური კარბონატული ნიადაგის სიღრმის ტემპერატურული იზოპლეტების ანალიზიდან გამომდინარე, 5-50 სმ სიღმის ფენაში, ტემპერატურის 100-ზე ზევით მდგრადი გადასვლა საშუალოდ აპრილის პირველ დეკადაში ხდება. შედარებით ღრმა (50-100 სმ) ფენაში ეს ვადა აპრილის შუა რიცხვებისაკენ გადაინაცვლებს.



ფესვთა სისტემის გააქტიურება მაისის შუა რიცხვებიდან იწყება, როცა 10-120 სმ-ის სიღრმის ფენაში ნიადაგის ტემპერატურა 150-ზე მაღალი ხდება. ივნისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის ბოლომდე სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, 70 სმ-მდე სიღრმის ფენაში, ნიადაგის ტემპერატურა 200-ზე მაღალია, ხოლო ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს დასასრულამდე, 40 სმ-მდე სიღრმის ფენაში, ტემპერატურა 240-ს აღწევს.



მიკროზონაში ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 12,50-ია. ყველაზე თბილი თვეების (ივლისი აგვისტო) 23,7 23,50 ყველაზე ცივი თვისა (იანვარი) კი +1,10-ია. მრავალწლიური მონაცემებიდან გამომდინარე, ჰაერის წლიური აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურებიდან საშუალო მინუს 10-110, აბსოლუტური მაქსიმუმებიდან საშუალო 350, ხოლო ექსტრემალური ტემპერატურები 23 და + 380 უდრის.



მიკროზონაში შემოდგომის პირველი წაყინვები ნოემბრის დასასრულს (27.XI-დან) იწყება. ათ წელიწადში ერთხელ პირველი წაყინვები შესაძლოა ადრეც 26.X-დან დაიწყოს, რაც საშიშროებას არ უქმნის ვაზს. ბოლო წაყინვები საშუალოდ 24.III-დან წყდება. ათ წელიწადში ერთხელ წაყინვები აპრილის შუა რიცხვებამდე არის მოსალოდნელი. ასეთ შემთხვევაში კვირტების ადრე გაშლისას (მარტის დასასრულს, ან აპრილის შუა რიცხვებამდე), როგორც ამას ადგილი ჰქონდა 2004 წლის გაზაფხულზე, წაყინვები მეტად საშიშია.



ღვინო '"ახაშენის" მიკროზონაში 450 მ სიმაღლეზე 39500, 620 მ სიმაღლეზე კი - 37000 აქტიური სითბო გროვდება. 450 მ სიმაღლეზე ჰაერის ტემპერატურის 100-ზე ზევით მდგრადი გადასვლა 5.IV-დან ხდება. ტემპერატურის 100-ზე ქვევით დაცემა კი 4.XI-დან აღინიშნება.



ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი ახაშენის მიკროზონაში 860 მმ, ხოლო სავეგეტაციო პერიოდში 637 მმ უდრის. ნაყოფის ფორმირების პერიოდში - მოდის 250 მმ ნალექი, მიწისპირა ჰაერის ფენაში ტენის დეფიციტების ჯამი კი 765 მმ (გურჯაანი) უდრის. აღნიშნული მაჩვენებლები მიკროზონაში ვაზისათვის არასაკმაო დატენიანებას (0,39) განაპირობებს. ამიტომ ამ პერიოდში (ცალკეულ წლებში), ვაზი მორწყვას საჭიროებს: ჭ=0,4 ხ 765 250 = 306 250 =56 =560 მ3 ე. ი. ჰექტარზე საჭიროა 560 მ3 წყლის მიწოდება. ყურძნის სიმწიფის პერიოდი ზომიერად ნოტიოა და ვენახის მორწყვა საჭირო არ არის.



ჰაერის შეფარდებითი სინოტივის წლიური მნიშვნელობა 71% უდრის. ჰაერის ტენით გაჯერება ყველაზე ნაკლებია ივლისში (63%) და აგვისტოში (60%), შედარებით მეტია შემოდგომის დასასრულს (78%) და ზამთარში (76-75%).



წლის თბილ პერიოდში სეტყვიან დღეთა განმეორება ალაზნის მარჯვენა სანაპიროს ჩრდილო-დასავლეთ უბნებთან (წინანდალი, თელავი) შედარებით მკვეთრად შემცირებულია სეტყვიან დღეთა რიცხვი წელიწადში საშუალოდ 1,6-2,1 ფარგლებშია. წლის განმავლობაში ყველაზე სეტყვიანი მაისი (0,7 დღე) და ივნისია (0,5 დღე).



საფერავი კვირტის გაშლას აპრილის შუა რიცხვებში, ყვავილობას მაისის ბოლოს, ყურძნის სიმწიფეს აგვისტოს მეორე ნახევარში იწყებს. ყურძნის ტექნიკური მომწიფება სექტემბრის ბოლოს ხდება. ევროპული ტიპის სუფრის ღვინოებისათვის კარგი ხარისხის ნედლეულის (> 21% შაქრიანობით და 6,0-7,5 გ/დმ3 მჟავიანობით) მისაღებად საჭიროა 38000 აქტიური სითბო, რომელიც "ახაშენის" მიკროზონაში საშუალოდ (50%) 550 მ სიმაღლემდე გროვდება.



450-500 მ სიმაღლის ფარგლებში მდებარე ფართობებიდან საუკეთესო ხარისხის ,,ახაშენის ღვინომასალას ათ წელიწადში 3-4-ჯერ მივიღებთ. შედარებით დაბალ სიმაღლეებზე ამგვარი წლების რაოდენობა მატულობს.



ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინომასალის (> 26% შაქრიანობით) მისაღებად საკმაო სითბოს რაოდენობა (> 41000) საშუალოდ (50%) 350 მეტრ სიმაღლემდე გროვდება. ამისათვის ყურძენი ოქტომბრის პირველ ნახევარში უნდა დაიკრიფოს. 400 მ სიმაღლეზე, სადაც სითბოს საშუალო რაოდენობა დაახლოებით 40000-ია, ბუნებრივად ნახევრადტკბილ ღვინომასალას ათ წელიწადში ორჯერ, ხოლო 500 მეტრზე ათ წელიწადში ერთხელ მივიღებთ.



თოვლის საფარი დეკემბრის ბოლო დეკადაში (5.XII-დან) იქმნება, რომელიც მარტის შუა რიცხევბში ქრება. 74% წლებში თოვლის საფარი არამდგრადია, ზამთარში თოვლიან დღეთა რიცხვი 26-ს უდრის.



ზონაში ჰაერის ტემპერატურის წლიური აბსოლუტური მინიმუმებიდან საშუალო, როგორც აღინიშნა, 10, 110C უდრის. 10 წელიწადში ერთჯერ მინიმალური ტემპერატურა ზამთარში შესაძლოა 150-მდე დაეცეს, რაც საფერავის მოზამთრე კვირტებს მხოლოდ სუსტად (30%-მდე) დააზიანებს.



მიკროზონაში ძირითადად გაბატონებულია დასავლეთის (32%) და სამხრეთ-დასავლეთის (23%) მიმართულების ქარები. უქარო დღეები წელიწადში საშუალოდ 21%-ია. ღამით, მზის ამოსვლამდე, კახეთის კავკასიონის მაღალი მწვერვალებიდან დაშვებული ცივი ჰაერის მასები ზამთრის ყინვებისა და გაზაფხულის წაყინვების საშიშროებას აძლიერებს. საერთოდ მიკროზონა მიეკუთვნება მავნე ქარების ზემოქმედების მე-3 ჯგუფის რაიონებს. ქარის საშუალო წლიური სიჩქარე 1,4 მ/წმ. ქარის სიჩქარე წლის განმავლობაში თვეების მიხედვით თითქმის თანაბარია ძლიერ ქარიან დღეთა რიცხვი მხოლოდ 4-ს უდრის. უკეთეს შემთხვევაში რეკომენდებულია ორრიგიანი ქარსაფარი ზოლების გაშენება.



ნიადაგი - არსებული კვლევისა და ჩვენს მირ ჩატარებული კვლევის მასალებიდან გამომდინარე, მიკროზონის ტერიტორიაზე გამოყოფილია რენძინო-ყავისფერი ნიადაგების ორი, ალუვიური ნიადაგების ორი და დელუვიური ნიადაგის ერთი სახესხვაობა:



რენძინო-ყავისფერი, დიდი სისქის, თიხიანი
რენძინო-ყავისფერი, საშუალო სისქის, ალაგ სუსტად ხირხატიანი თიხიანი და მძიმე თიხნარი
ალუვიური კარბონატული, დიდი სისქის, თიხნარი
ალუვიური კარბონატული, დიდი სისქის, ხირხატიანი, თიხნარი
დელუვიური კარბონატული, დიდი სისქის, თიხნარი


პირველი ორი სახესხვაობის ნიადაგი წარმოდგენილია მიკროზონის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ცივ-გომბორის მთების ჩრდილო-აღმოსავთელ კალთებზე, კერძოდ, ახაშენის ტერიტორიაზე ფაფრის მინდვრების მასივში და ჩუმლაყის ტერიტორიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ხოლო მე-3 და მე-4 სახესხვაობის ნიადაგები წარმოდგენილია აღნიშნული სოფლების ცენტრალურ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდ. ალაზნის მეორე ტერასაზე მდინარეების ჭერმისხევის და ფაფრისხევის გაყოლებაზე, დახრილი გავაკებული რელიეფის ფორმებზე. მე-5 სახესხვაობის ნიადაგი კი ძირითადად მიკროზონის ცენტრალურ ნაწილშია წარმოდგენილი ცივ-გომბორის მთების სამხრეთ კალთების დაბოლოებაზე და რელიეფურად სუსტად დაქანებულ შლეიფებს წარმოადგენს.



პირველი სახესხვაობის ნიადაგის პროფილის სისქე 70-90 სმ-ის ფარგლებშია, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 50-60 სმ-ს შეადგენს. მეორეს პროფილის სისქე კი 60-90 სმ-ის ფარგლებშია, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 40-50 სმ-ს შეადგენს. ხასითდება ალაგ სუსტი ხირხატიანობით. ორივე სახესხვაობის ნიადაგი განვითარებულია მაღალკარბონატულ თიხნარ-კირნარ ნაფენებზე. მე-3, მე-4 და მე-5 სახესხვაობის ნიადაგები ღრმა სისქის პროფილით ხასიათდებიან და პროფილის სისქე 1,5 მ-ს აღემატება, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 50-60 სმ-ის ფარგლებშია. განვითარებული არიან ალუვიური წარმოშობის თიხნარ-კირნარ და თიხნარ-ქვიშნარ ნაფენებზე. შეფერილობით პირველი ორი სახესხვაობის ნიადაგი აქტიურ ჰუმუსიან ფენაში მუქი ყავისფერი, მოშავო შეფერილობით ხასიათდება. გარდამავალ ფენაში კი ღია ყავისფერია, მოჩალისფრო იერით, ქვევით კი ღია ჩალისფერში გადადის მოთეთრო იერით მე-3, მე-4 და მე-5 სახესხვაობის ნიადაგები კი ღია ყავისფერი შეფერილობით ხასიათდებიან და პროფილში ფერების დიფერენცირება ნაკლებად არის გამოხატული. განსხვავებით მე-4 სახესხვაობის ნიადაგი ხასიათდება ხირხატიანობით.



ლაბორატორიული ანალიზების მონაცემების მიხედვით პირველი-ორი სახესხვაობის ნიადაგები თიხიანი და მძიმე თიხნარი მექანიკური შედგენილობით ხასიათდებიან, ხოლო მე-3, მე-4 და მე-5 სახესხვაობის ნიადაგები თიხნარებს მიეკუთვნებიან. ჰუმუსის შემცველობის მიხედვით პირველი და მეორე სახესხვაობის ნიადაგიები აქტიურ ფენაში საშუალო მაჩვენებლით ხასიათდებიან და ძირითადად 3,5%-ის ფარგლებშია, ქვევით კი მცირეა. მე-3, მე-4 და მე-5 სახესხვაობის ნიადაგებში კი შედარებით დაბალია და აქტიურ ფენაში ძირითადად 1,5-3,0%-ის ფარგლებში ცვალებადობს, ქვედა ფენებში კი უფრო მცირდება. ღარიბია მეტწილად ჰიდროლიზური აზოტის შემცველობით, ხსნადი ფოსფორითა და გაცვლითი კალიუმით. კარბონატებს პირველი და მეორე სახესხვაობის ნიადაგიები ზედა ფენებში საშუალო რაოდენობით შეიცავს, ქვედა ფენებში კი ძალიან მაღალია და 40-50%-ს აღემატება. მე-3, მე-4 და მე-5 სახესხვაობის ნიადაგებში კი ძირითადად საშუალო რაოდენობითაა წარმოდგენილი. ნიადაგის არეს რეაქცია (პH) საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება და ძირითადად 7,5-8,6-ის ფარგლებშია.



ჩატარებული გამოკვლევებიდან გამომდინარე, მიკროზონის ტერიტორიაზე წარმოდგენილი ნიადაგების აგრომახასიათებლები შესაძლებლობას იძლევა ღვინო ახაშენის ხარისხიანი მასალის წარმოებისათვის.



აგროტექნოლოგიური რეგლამენტები



ახაშენის დასახელების ღვინის მისაღებად, ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, დაცული უნდა იქნეს შემდეგი აგროტექნოლოგიური რეგლამენტები.



ჯიში საფერავი



გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 350-700 მეტრამდე.

დარგვის სქემა: 3,0 X 1,5 მ 2,5 X 1,5 მ-ზე 2,5 X 1,25 მ.

შტამბის სიმაღლე: 60-90 სმ.

სხვლის ფორმა: ქართული ორმხრივი შპალერი და თავისუფალი.

დატვირთვის ნორმა 1მ2-ზე: 8-10 კვირტი. 1 ჰა-ზე 80-100 ათასი კვირტი.

მოსავალი: 1 ჰა-ზე 7-8 ტონა.



ნიადაგის მოვლა-დამუშავება



სარწყავში - ბოლო სავეგეტაციო მორწყვა უნდა დამთავრდეს რთველის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, ნიადაგის საშემოდგომო და საგაზაფხულო ხვნები. ნიადაგის მინიმალური დამუშავება. ტენდამცველი ღონისძიებები - ნიადაგის ზედაპირის ფხვიერ მდგომარეობაში შენარჩუნება (კულტივაცია, ფრეზირება, მულჩირება).



ურწყავში - საშუალო დაქანების ფერდობებზე ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებები: ნიადაგის მინიმალური და ნულოვანი დამუშავება ნიადაგის მულჩირება.



განოყიერება



ორგანულ-მინერალური სასუქების გამოყენება კარტოგრაფიული აგრორეგლამენტებით.



ფიტოსანიტარული რეგლამენტი:



ძირითადი დაავადებები: ჭრაქი, ნაცარი, სიდამპლეები.

მავნებლები: ტკიპები, ყურძნის ჭია, ვაზის ცრუფარიანა.

ბრძოლის ღონისძიების გატარება: საქართველოში რეგისტრირებული, კონტაქტური და სისტემური პრეპარატებით.



გადაუდებელი აგროღონისძიება: მოსავლიანი ყლორტების ნორმირება დადგენილ აგრორეგლამენტების ფარგლებში.



ჯიში საფერავის სამეურნეო-ტექნოლოგიური მაჩვენებლები



სამეურნეო დანიშნულებით წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია, აღნიშნულ მიკროზონაში იძლევა ძვირფას მასალას ნატურალური ნახევრადტკბილი ღვინომასალისათვის.



ხასიათდება საშუალოზე ძლიერი ზრდით. საშუალო მოსავალი 7-8 ტონა 1 ჰა-ზე. მწიფე ყურძენში შაქრიანობა 260 გ/დმ3-ს, ხოლო მჟავიანობა 7,5-8,5 გ/დმ3-ს აღწევს. მტევნის საშ. წონა 140-145 გ-ია. ახასიათებს ყვავილცვენა. ყვავილცვენის საწინააღმდეგოდ უნდა ჩატარდეს ყვავილობის წინ 2-3 დღით ადრე ყლორტების წვერის წაწყვეტა. სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ არ იჩენს მგრძნობიარობას.



ღვინო ახაშენი



ახაშენი ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის წითელი ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინოა.



ღვინო ,,ახაშენი ხასიათდება მუქი ლალისფერი შეფერვით ჯიშური გემოზე ჰარმონიული, ხავერდოვანი, სრული, დახვეწილი, სასიამოვნო სიტკბოთი, ხილის ტონებით და ჯიშური არომატით.



ღვინო ,,ახაშენის ქიმიური მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მაჩვენებლებს:

მოცულობითი სპირტშემცველობა, % - 10,5 - 12,0

შაქრების მასური კონცენტრაცია - არაუმეტეს 30-50 გ/დმ3

ტიტრული მჟავიანობა - 5,0 - 7,0 გ/დმ3

აქროლადი მჟავიანობა - არაუმეტეს 1,2 გ/დმ3

დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია არანაკლებ 20 გ/დმ3

გოგირდოვანი მჟავის საერთო მასის კონცენტრაცია არაუმეტეს 210 მგ/დმ3

თავისუფალი გოგირდოვანი მჟავის კონცენტრაცია არაუმეტეს 30 მგ/დმ3

დანარჩენი ნორმატივები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საკანონმდებლო აქტებს და ევროსაბჭოს 1999 წლის 17 მაისის #1493/1999 დადგენილებას.



ღვინო ,,ახაშენის" სანედლეულო ბაზის არსებული ფართობები



ახაშენის მიკროზონაში სანედლეულო ბაზის ფართობები შეადგენს დაახლოებით 112 ჰას.



წარმოებული მოსავალი მიკროზონაში საშუალოდ იქნება 728 ტ. 1 ტონიდან 65 დეკალიტრის გამოსავლიანობის შემთხვევაში შესაძლებელია წარმოებული იქნეს 47000 დეკალიტრი ღვინომასალა.



ახაშენის მიკროზონის მდებარეობა ცივ-გომბორის ქედის ტყისპირა კალთების მიკროკლიმატი, კარბონატული და ლიოსისებური, თიხნარ-თიხიანი და ალუვიურ-დელუვიური ნიადაგები მოცემულ მიკროზონაში საფერავის ყურძენში შაქრის კონცენტრაციის მაღალი დონე განსაზღვრავს ღვინო ახაშენის გამორჩეულ თვისებებს.

ფოტო

იხილეთ სრულად

გურჯაანი

გეოგრაფიული მდებარეობა - მევენახეობის სპეციფიკური ზონა გურჯაანი მდებარეობს მდინარე ალაზნის შუა წელში, მარჯვენა სანაპიროზე ჩრდილო განედის 41045'׀ და აღმოსავლეთ გრძედის 45048'׀კოორდინატებზე, მიკროზონის ტერიტორია მოიცავს ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი დაქანების ტყიან კალთებზე მიბჯენილ მთისწინებს და ალაზნის დაბლობს. დასახელებული პუნქტიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით მდ. ალაზნამდე მანძილი პირდაპირი ხაზით 10 კმ-ია. საპირისპირო მხარეს სამხრეთ-დასავლეთისაკენ ცივ-გომბორის ქედის თხემურ ნაწილამდე კი 17 კმ. მიკროზონის უკიდურესი წერტილების სიმაღლეები ზღვის დონიდან 250-1000 მ-ის ფარგლებში იცვლება. მოიცავს შიდა კახეთის სოფლების: ბაკურციხის, კოლაგის, ვეჯინის, ძირკოკის, ჭანდარის, ს. გურჯაანის, ქ. გურჯაანის საგარეუბნო ზონის, კოტეხის, ჩუმლაყის, შაშიანის, კალაურის და ვაჩნაძიაანის ტერიტორიის ზედა ნაწილს, ალაზნის ვაკის მეორე ტერასიდან დაწყებული და ვრცელდება ცივ-გომბორის მთების ჩრდილო-აღმოსავლეთის კალთებზე.



კლიმატი მიკროზონაში ამინდის ფორმირებას განაპირობებს სუბტროპიკულ და ზომიერ განედებში განვითარებული დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან გადმონაცვლებული ატმოსფერული პროცესები. აქ კლიმატი ზომიერად ნოტიოა, ცხელი ზაფხულითა და ზომიერად ცივი ზამთრით.



მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 2150-2200 საათის, ხოლო სავეგეტაციო პერიოდში 1550-1600 საათის საზღვრებში იცვლება. მიკროზონაში მზის პირდაპირი რადიაციის წლიური ჯამი ჰორიზონტალურ ზედაპირზე 71 კკალ/სმ2 უდრის. გაბნეული რადიაცია წლიურად 49 კკალ/სმ2, ხოლო სავეგეტაციო პერიოდში 35 კკალ/სმ2-ს უდრის. სუმარული რადიაციის წლიური მნიშვნელობა 120 კკალ/სმ2-ია, ხოლო თბილ პერიოდში 90 კკალ/სმ2 უდრის.



მიკროზონაში ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა საკმაოდ მაღალია და 12,40C უდრის. ყველაზე თბილი თვეებია - ივლისი და აგვისტო, რომელთა საშუალო ტემპერატურა თანაბარია და 23,60, ყველაზე ცივი თვის (იანვარი) კი +0,90-ია. წლიური აბსოლუტური მინიმუმებიდან საშუალო მინუს 100, აბსოლუტური მაქსიმუმებიდან საშუალო კი 350 უდრის. ექსტრემალური ტემპერატურები -22 და +380 უდრის.



მხარის უმეტეს ნაწილში ჰაერის ტემპერატურის 100-ზე ზევით მდგრადი გადასვლა აპრილის I დეკადაში (5.IV) და 100-ზე ქვევით ნოემბრის პირველ რიცხვებში (3.XI) ეცემა. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 211 დღეს უდრის. ამ პერიოდში გროვდება 39300-მდე აქტიურ ტემპერატურათა ჯამი.



გურჯაანის მიკროზონაში მოწმენდილ დღეთა (0-2 ბალი) წლიური რიცხვი, საერთო და ქვედა ღრუბლიანობის შესაბამისად 51 და 132-ს უდრის. სავეგეტაციო პერიოდში ეს მაჩვენებელი, აღნიშული ღრუბლიანობების შესაბამისად 36 და 79 დღეს უტოლდება.



ღრუბლიანი დღეების წლიური რაოდენობა (8-10 ბალი) საერთო და ქვედა ღრუბლიანობის შესაბამისად 113 და 59-ს, სავეგეტაციო პერიოდში კი 54 და 26 შეადგენს.



ზაფხულის დასაწყისიდან 85 დღის განმავლობაში მიკროზონაში ჰაერის საშუალო დღეღამური ტემპერატურა 200C-ზე მაღალია. ამ პერიოდში 34 დღის განმავლობაში (10.VII-13.VIII) ჰაერის საშუალო ტემპერატურა 230 და მეტსაც აღწევს.



მიკროზონაში შემოდგომის პირველი წაყინვები ნოემბრის მესამე დეკადაში (25.XI-დან) იწყება. ათ წელიწადში ერთხელ წაყინვა შესაძლოა ოქტომბრის დასასრულს (30.X-დან) დაიწყოს, რაც ვაზისათვის საშიში არ არის. ბოლო წაყინვები საშუალოდ 24.III-დან წყდება. ათ წელიწადში ერთხელ გაზაფხულის წაყინვები აპრილის შუა რიცხვებამდეც არის მოსალოდნელი.



მიკროზონაში ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი 804 მმ, სავეგეტაციო პერიოდში 578 მმ მოდის. წლიური ნალექებიდან მაქსიმუმი (124 მმ) მაისში, ხოლო მინიმუმი (32 მმ) იანვარში აღინიშნება. ნალექები თოვლის სახით ჩნდება დეკემბრის ბოლო რიცხვებში, რომელიც მარტის შუა რიცხვებამდე ქრება. ამ პერიოდში 6-7 სმ საშუალო დეკადური სიმაღლის თოვლის საბურველი 25 დღის განმავლობაში დევს.



ჰაერის შეფარდებითი სინოტივის მნიშვნელობა საშუალოდ 72% უდრის. ჰაერის ტენით გაჟღენთილობა ყველაზე მეტი (80%) ნოემბერში, ყველაზე ნაკლები (64%) კი აგვისტოშია.



სეტყვიანი დღეების საშუალო წლიური მნიშვნელობა 1,7-ს უდრის. წლის განმავლობაში ყველაზე სეტყვიანი მაისი და ივნისია (0,6-0,4). განსაკუთრებულ წლებში სეტყვა შესაძლოა მოვიდეს 6-ჯერ.



ალუვიურ-კარბონატული ნიადაგის სიღრმის ტემპერატურული იზოპლეტების ანალიზიდან გამომდინარე, 5-50 სმ სიღრმის ფენაში, საშუალო ტემპერატურის 100-ზე ზევით მდგრადი გადასვლა აპრილის პირველ დეკადაში ხდება, ხოლო შედარებით მეტ სიღრმეზე (50-100 სმ) აპრილის შუა რიცხვებისაკენ იწევს.



ფესვთა სისტემის გააქტიურება მაისის შუა რიცხვებიდან იწყება, როცა ნიადაგის 10-120 სმ-ის სიღრმის ფენაში ტემპერატურა 150-ზე მაღალი ხდება. ივნისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის ბოლომდე 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში 5-დან 70 სმ-მდე სიღრმის ფენაში ტემპერატურა 200-ზე მაღალია.



მიკროზონაში ძირითადად გაბატონებულია სამხრეთ-დასავლეთის (33%) და დასავლეთის (18%) ქარები. იშვიათად მათ ენაცვლება აღმოსავლეთის (12%) ქარები. ქარის საშუალო წლიური სიჩქარე 1,7 მ/წმ-ია, წლის განმავლობაში ყველაზე მეტი სიჩქარე ქარს (1,9 მ/წმ) მარტში, ყველაზე ნაკლები (1,5 მ/წმ) კი დეკემბერში აქვს.



ევროპული და კახური ტიპის ღვინოების მისაღებად რეკომენდებული ჯიშები რქაწითელი, კახური მწვანე და საფერავი _ კვირტის გაშლას აპრილის შუა რიცხვებიდან, ყვავილობას მაისის ბოლოს, ყურძნის სიმწიფეს აგვისტოს მეორე ნახევარში იწყებენ. ყურძნის ტექნიკური მომწიფება (19-21% შაქრიანობით და 6,5-7,5 გრ/დმ3 ტიტრული მჟავიანობით) სექტემბრის ბოლო რიცხვებში აღინიშნება. ევროპული ტიპის სუფრის ღვინოებისათვის საუკეთესო ხარისხის ნედლეულის მისაღებად საჭიროა 40000-მდე სითბო, რომელიც გურჯაანის მიკროზონაში საშუალოდ (50%) 420 მ სიმაღლემდე გროვდება.



450-500 მ სიმაღლის ფარგლებში მდებარე ფართობებიდან საუკეთესო ხარისხის ღვინომასალს ათ წელიწადში 4-3-ჯერ, ხოლო კარგი ხარისხის ღვინომასალას ათ წელიწადში 7-5-ჯერ მივიღებთ 550 მეტრზე საუკეთესო ხარისხის პროდუქციას მივიღებთ 4 წელიწადში ერთხელ (25%), კარგი ხარისხისას 5-ჯერ 600 მეტრზე საუკეთესო ხარისხის პროდუქციას მივიღებთ 10 წელიწადში ერთხელ, კარგი ხარისხის პროდუქციას 4 წელიწადში ერთხელ.



ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინომასალის (> 26% შაქრიანობით) მისაღებად საკმაო სითბო (> 41000) აქ საშუალოდ (50%) 360 მ სიმაღლემდე გროვდება. ამისათვის ყურძენი ოქტომბრის პირველ ნახევარში უნდა დაიკრიფოს. 400 მ-ზე ასეთი ღვინომასალა 4 წელიწადში ერთხელ, ხოლო 500 მ-ზე 10 წელიწადში ერთხელ მიიღება.



მრავალწლიური მონაცემების მიხედვით, ჰაერის ტემპერატურების წლიური აბსოლუტური მინიმუმებიდან საშუალო, როგორც აღინიშნა -100C უდრის. ათ წელიწადში ერთხელ მოსალოდნელია მინიმალური ტემპერატურის (მცირე ხანგრძლივობით) -150-მდე დაცემა, რაც იწვევს ვაზის კვირტების მხოლოდ სუსტ (< 30%) დაზიანებას.



ნიადაგი - არსებული კვლევისა და ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის მასალების საფუძველზე მიკროზონის ტერიტორიაზე გამოყოფილია ყავისფერი ნიადაგების 4, მდელოს-ყავისფერი ნიადაგების 4, ალუვიური ნიადაგების 5 და დელუვიური ნიადაგების 2 სახესხვაობა:



მუქი ყავისფერი, დიდი სისქის, თიხიანი
მუქი ყავისფერი, დიდი სისქის, ხირხატიანი, თიხიანი
რენძინო ყავისფერი, დიდი სისქის, თიხიანი
ყავისფერი, დიდი სისქის, ხირხატიანი, თიხნარი
მდელოს ყავისფერი, დიდი სისქის, თიხიანი
მდელოს ყავისფერი, დიდი სისქის, თიხნარი
მდელოს ყავისფერი, დიდი სისქის, სუსტად ხირხატიანი, თიხნარი
მდელოს ყავისფერი, დიდი სისქის, სიღრმით 110-120 სმ-დან გალებებული 140-150 სმ-დან გრუნტის წყლის დგომით, მძიმე თიხიანი
ალუვიური კარბონატული, დიდი სისქის, თიხიანი
ალუვიური კარბონატული, დიდი სისქის, თიხნარი
ალუვიური კარბონატული, სუსტად ხირხატიანი, თიხნარი
ალუვიური კარბონატული, დიდი სისქის, საშუალოდ ხირხატიანი და ქვიანი თიხნარი
ალუვიური კარბონატული, დიდი სისქის, პერიოდულად ჭარბტენიანი, 120-140 სმ-დან გრუნტის წყლის დგომით, თიხიანი
დელუვიური კარბონატული, დიდი სისქის, თიხნარი
დელუვიური კარბონატული, დიდი სისქის, სუსტად ხირხატიანი და ქვიანი, თიხნარი.


ზემოთ დასახელებული ნიადაგების პირველი სამი სახესხვაობა გავრცელებულია მიკროზონის ზედა სარტყელში ცივ-გომბორის მთების ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთებზე და სუსტად დაქანებულ ფერდობებზე, ხოლო მეოთხე სახესხვაობის ნიადაგები ძირითადად აღნიშნული კალთების შუა სარტყელში არიან წარმოდგენილი და რელიეფურად სუსტად დახრილ ფერდობებზე და გავაკებებზე არიან განვითარებული. მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 სახესხვაობის ნიადაგები კი წარმოდგენილია ზემოთ აღნიშნული კალთების დაბოლოებაზე, რომელიც უშუალოდ ემიჯნება ალაზნის ვაკეს და განვითარებული არიან გავაკებული რელიეფის ფორმებზე. აღნიშნული სახესხვაობის ნიადაგები სუსტადაა დახრილი ჩრდილო-აღმოსავლეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. მე-9, მე-13 სახესხვაობის ნიადაგები კი წარმოდგენილია ალაზნის ვაკის ზედა ნაწილში, რომელიც ემიჯნება ცივ-გომბორის მთების ჩრდილო-აღმოსავლეთი კალთების დაბოლოებას ქვემო ალაზნის სარწყავი არხის გაყოლებაზე. მე-14 და მე-15 სახესხვაობის ნიადაგები კი, რომლებიც დელუვებს წარმოადგენენ, ძირითადად გვხვდებიან ზემოთ აღნიშნული კალთების დაბოლოებაზე, სუსტად დაქანებულ შლეიფებზე.



პირველი სამი სახესხვაობის ნიადაგები, რომლებიც მიკროზონის ყველაზე მაღალ სარტყელშია წარმოდგენილი ხასიათდებიან ღრმა სისქის პროფილით და პროფილის სისქე 70-100 სმ-ის ფარგლებში, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 45-60 სმ-ის ფარგლებში ცვალებადობს, მექანიკური შედგენილობით თიხიანებს წარმოადგენენ, აქედან მე-2 სახესხვაობისათვის დამახასიათებელია ხირხატიანობა. სამივე სახესხვაობის ნიადაგები ქვედა ფენებში კარბონატების მაღალი შემცველობით ხასიათდებიან, განსაკუთრებით მე-3 სახესხვაობის ნიადაგი. აღნიშნული ნიადაგები განვითარებული არიან ლიოსისებურ თიხებზე და კირნარ ნაფენებზე. ზედა აქტიურ ჰუმუსიან ფენაში ხასიათდებიან მუქი ყავისფერი შეფერილობით, ხოლო ქვევით მოჩალისფრო-მოთეთრო შეფერილობით. მე-4 სახესხვაობის ნიადაგი, რომელიც ძირითადად მიკროზონის შუა სარტყელშია წარმოდგენილი, ხასიათდება საშუალო და სუსტი ხირხატიანობით, ღრმა სისქის პროფილით (80-120 სმ). აქტიური ჰუმუსიანი ფენა 50-60 სმ-ის ფარგლებშია. მექანიკური შედგენილობით თიხნარია, შეფერილობით აქტიურ ფენაში ყავისფერია, ქვევით კი ჯერ ღია ყავისფერში, შემდეგ უფრო ღრმა ფენებში ჩალისფერში გადადის. კარბონატულია მთელ პროფილში. მე-5, მე-8 სახესხვაობის ნიადაგები, რომელიც მიკროზონის დაბლა სარტყელშია წარმოდგენილი ხასიათდებიან ყავისფერი და მუქი-ყავისფერი მოშავო შეფერილობით, ღრმა სისქის პროფილით (100-150 სმ) და ღრმა ჰუმუსიანი ფენით (60-70 სმ). მექანიკური შედგენილობით მე-5 და მე-8 სახესხვაობა თიხების ჯგუფს მიეკუთვნება, ხოლო მე-6 და მე-7 სახესხვაობა თიხნარებია, განსხვავებით მე-7 სახესხვაობა სუსტი ხირხატიანობით ხასიათდება, ხოლო მე-8 სახესხვაობა შედარებით მეტი ტენიანობით გამოირჩევა და 100-120 სმ-ის სიღრმიდან გალებებულია, ხოლო 140 სმ-ის სიღრმეზე დგას გრუნტის წყალი. მე-9, მე-13 სახესხვაობის ნიადაგები ძირითადად ალაზნის ვაკის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში და მისი შენაკადი მდინარეების გასწვრივ არიან წარმოდგენილი. აღნიშნული ნიადაგებიც ხასიათდებიან ღრმა სისქის პროფილით (100-150 სმ), აქტიური ჰუმუსიანი ფენა კი 50-70 სმ-ის ფარგლებშია. ხასიათდებიან ყავისფერი და რუხი ყავისფერი შეფერილობით. მექანიკური შედგენილობით მე-9 და მე-13 სახესხვაობები თიხებს, ხოლო მე-10, მე-12 სახესხვაობები თიხნარების ჯგუფს მიეკუთვნებიან, განსხვავებით მე-11 სახესხვაობისათვის დამახასიტებელია სუსტად ხირხატიანობა, ხოლო მე-12 სახესხვაობა საშუალოდ ხირხატიანი და ქვიანია. მე-13 სახესხვაობის ნიადაგისათვის დამახასიათებელია პერიოდული ჭარბტენიანობა და 120-140 სმ-ის სიღრმიდან გრუნტის წყლის დგომაც. მე-14 და მე-15 სახესხვაობის ნიადაგები, რომლებიც ძირითადად ცივ-გომბორის მთების ჩრდილო-აღმოსავლეთი კალთების დაბოლოებაზე არიან წარმოდგენილი, ხასიათდებიან ღრმა სისქის პროფილით (70-120 სმ) აქტიური ჰუმუსიანი ფენა კი 40-50 სმ-ის ფარგლებშია. შეფერილობით ყავისფერია, მექანიკური შედგენილობით თიხნარებს მიეკუთვნებიან, მთელ პროფილში კარბონატულია. განსხვავებით მე-15 სახესხვაობისათვის დამახასიათებელია ხირხატიანობა და სუსტი ქვიანობა, რაც უკეთეს პირობებს ქმნის მაღალხარისხიანი ღვინოების წარმოებისათვის. პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-8, მე-9 და მე-13 სახესხვაობის ნიადაგები თიხების ჯგუფს, ხოლო დანარჩენი მე-4, მე-6, მე-7, მე-10, მე-11, მე-12, მე-14, მე-15 სახესხვაობები თიხნარების ჯგუფს მიეკუთვნება. ჰუმუსის შემცველობა ნიადაგის საპლანტაჟო ფენაში ძირითადად 1,5-4,5%-ის ფარგლებშია, ხოლო პირველი სამი სახესხვაობის ნიადაგებში 3,5-5,5,%-მდე აღწევს, ქვევით კი მცირდება. ხსნადი ფოსფორით მეტწილად ღარიბია და ძირითადად 1,5-2,5 მგ-ის ფარგლებშია 100 გ ნიადაგში. ზოგ შემთხვევაში კი კვალის სახითაა წარმოდგენილი. გაცვლითი კალიუმითაც უმეტეს შემთხვევაში ღარიბია და 3,5-25,0 მგ-ის ფარგლებშია, 100 გ ნიადაგში, კალციუმის კარბონატებს მეტწილად საშუალო რაოდენობით შეიცავს, ხოლო პირველი სამი სახესხვაობის ნიადაგების ქვედა ფენაში საკმაოდ მაღალია და 40-60% აღწევს. ნიადაგის არეს რეაქცია ძირითადად საშუალო და სუსტი ტუტეა და პH-ის მაჩვენებელი 7,5-8,3-ის ფარგლებშია.



ჩატარებული გამოკვლევებიდან გამომდინარე, მიკროზონაში წარმოდგენილი ნიადაგის მახასიათებლები ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია ღვინო ,,გურჯაანის წარმოებისათვის.



აგროტექნოლოგიური რეგლამენტები

"გურჯაანის" დასახელების ღვინომასალის მისაღებად, ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, დაცული უნდა იქნეს შემდეგი აგროტექნოლოგიური რეგლამენტები.



ჯიში რქაწითელი

გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 320-750 მეტრამდე.
დარგვის სქემა: 2,0 X 1,5 მ 2,5 X 1,5 მ 3,0 X 1,5 მ-ზე.
შტამბის სიმაღლე: 70-100 სმ.
სხვლის ფორმა: თავისუფალი და ქართული ორმხრივი შპალერი.
დატვირთვის ნორმა 1მ2-ზე: 8-10 კვირტი. 1 ჰა-ზე 80-100 ათასი კვირტი.
მოსავალი: 1 ჰა-ზე 9-10 ტონა.

ჯიში კახური მწვანე

დარგვის სქემა: 2,0 X 1,5 მ 2,5 X 1,5 მ 3,0 X 1,5 მ-ზე.
შტამბის სიმაღლე: 60-100 სმ.
სხვლის ფორმა: თავისუფალი, ქართული ორმხრივი შპალერი.
დატვირთვის ნორმა 1მ2-ზე: 8-10 კვირტი. 1 ჰა-ზე 80-100 ათასი კვირტი.
მოსავალი: 1 ჰა-ზე 6-7 ტონა.

ნიადაგის მოვლა-დამუშავება

სარწყავში - ბოლო სავეგეტაციო მორწყვის დამთავრება რთველის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, ნიადაგის საშემოდგომო და საგაზაფხულო ხვნები, ნიადაგის მინიმალური დამუშავება. ტენდამცველი ღონისძიებები - ნიადაგის ზედაპირის ფხვიერ მდგომარეობაში შენარჩუნება (კულტივაცია, ფრეზირება, მულჩირება).



განოყიერება

ორგანულ-მინერალური სასუქების გამოყენება კარტოგრაფიული აგრორეგლამენტებით.



ფიტოსანიტარული რეგლამენტი:

ძირითადი დაავადებები: ჭრაქი, ნაცარი, სიდამპლე.
მავნებლები: ტკიპა, ყურძნის ჭია, ვაზის ცრუფარიანა.
ბრძოლის ღონისძიების გატარება: საქართველოში რეგისტრირებული, კონტაქტური და სისტემური პრეპარატებით.



რქაწითელისა და კახური მწვანის სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება

რქაწითელი თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია. იგი გამოირჩევა მაღალი სამეურნეო-ტექნოლოგიური თვისებებით, ხასიათდება სხვადასხვა პირობებისადმი გამძლეობით და პროდუქციის მაღალი ღირსებით. ჯიში საშუალო ან საშუალოზე საგვიანო პერიოდისაა, უხვმოსავლიანი (მტევნის საშუალო წონა 160-250 გ-მდე). საშუალო მოსავალი ჰექტარზე 9-10 ტონა.

მწიფე ყურძენში შაქრიანობა 240 გ/დმ3-ს აღწევს, 7,8 გ/დმ3 მჟავიანობის შენარჩუნებით.

კახური მწვანე თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია.

ვაზი საშუალო ზრდისაა, საშუალო სიმწიფის პერიოდის. მტევნის საშუალო წონა 172 გ-ია, ხოლო საშუალო მოსავალი ჰექტარზე 6-7 ტ. ჯიშს ახასიათებს შაქრის დაგროვების (220 გ/დმ3) საკმაოდ დიდი უნარი, ნორმალური მჟავიანობის შენარჩუნებით (6,0-7,8 გ/დმ3).



ღვინო "გურჯაანი"

"გურჯაანი" - ადგილწარმოშობის დასახელების, კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი მშრალი ღვინოა. მზადდება რქაწითელისა ჯიშის ყურძნიდან. დასაშვებია 15%-მდე კახური მწვანეს ჯიშის ყურძნის გამოყენება.

ღვინო "გურჯაანი" ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერვით, გემოზე ჰარმონიული, სრული, დახვეწილი, ჯიშური არომატით და განვითარებული ბუკეტით.

ღვინო "გურჯაანი" ქიმიური მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მაჩვენებლებს:
მოცულობითი სპირტშემცველობა 10,5-12,5%
შაქრის მასიური კონცენტრაცია არაუმეტეს 3 გ/ დმ3
ტიტრული მჟავიანიბა 5,5-7,5 გ/დმ3
აქროლადი მჟავიანობა არაუმეტეს 1,0 გ/დმ3.
დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია არანაკლებ 16 გ/დმ3
გოგირდოვანი მჟავის საერთო მასის კონცენტრაცია არაუმეტეს 210 მგ/დმ3
თავისუფალი გოგირდოვანი მჟავის კონცენტრაცია არაუმეტეს 30 მგ/დმ3
დანარჩენი ნორმატივები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საკანონდებლო აქტებს და ევროსაბჭოს 1999 წლის 17 მაისის #1493/1999წ დადგენილებას.

ღვინო "გურჯაანის" სანედლეულო ბაზის არსებული ფართობები

გურჯაანის მიკროზონაში სანედლეულო ბაზის ფართობი შეადგენს _ 1151,5 ჰა-ს.

მიკროზონაში შესაძლებელია მიღებული იქნას კონდიციური ყურძნის 8636 ტ. 1 ტონიდან 65 დეკალიტრის გამოსავლიანობისას შესაძლებელია წარმოებულ იქნას 561000 დეკალიტრი ღვინომასალა.

გურჯაანის მიკროზონის მდებარეობა _ ცივ-გომბორის ქედის დაქანებაზე შექმნილი მიკროკლიმატი, ყავისფერი, მდელოს ყავისფერი, ალუვიური და დელუვიური ნიადაგები, ჯიში რქაწითელისა და კახური მწვანის უნიკალურობა განსაზღვრავს ღვინო ,,გურჯაანის განსაკუთრებულ თვისებებს.

ფოტო

იხილეთ სრულად

ვაზისუბანი

გეოგრაფიული მდებარეობა – მევენახეობის სპეციფიკური ზონა "ვაზისუბანი" მდებარეობს მდ. ალაზნის დინების შუა წელში, ჩრდილო განედის 41049' და აღმოსავლეთ გრძედის 45043'კოორდინატებზე, ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ 5-60 დაქანების ერთ-ერთ შლეიფზე მდებარე სავენახე ფართობზე. დასავლეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან ესაზღვრება ცივ-გომბორის ქედის მაღალი განშტოება, ხოლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან – მუკუზნის ვენახიანი ფართობები. ზღვის დონიდან ფართობის სიმაღლე საშუალოდ 550 მეტრს შეადგენს. იგი მოიცავს სოფლებს: ვაზისუბანი, კალაური, შაშიანი და ვაჩნაძიანი.


კლიმატი – კლიმატი ზომიერად ნოტიოა – ცხელი ზაფხულით და ზომიერად ცივი ზამთრით, ნალექის ორმაგი მსვლელობით წლის განმავლობაში. მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა აღემატება 2180 საათს, ხოლო სავეგეტაციო პერიოდში 1610 საათს აღწევს. მზის პირდაპირი რადიაცია მოსული ჰორიზონტალურ ზედაპირზე წლიურად შეადგენს 70-75 კკალ/სმ2, გაბნეული რადიაცია 50-54 კკალ/ სმ2, მზის ჯამობრივი რადიაცია წლიურად 120-130 კკალ/ სმ2-ს შეადგენს. მზის ნათების არსებული რაოდენობის შეფარდება მის შესაძლო რაოდენობასთან ზაფხულის თვეებში და სექტემბერში საშუალოდ მეტად მაღალია და 68%-ს უდრის.


მოწმენდილი დღეები ყურძნის სიმწიფის პერიოდში (აგვისტო-სექტემბერი), საე­რ­თო და ქვედა იარუსის ღრუბლიანობის მიხედვით _ საშუალოდ 17-18-ს აღწევს.


ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 11,90 უდრის. ყველაზე ცივი თვის იანვრის საშუალო ტემპერატურა +0,50, ყველაზე თბილი თვეების – ივლისი და აგვისტო კი _ ერთმანეთს უახლოვდება და 23,1–22,90 უდრის. ჰაერის ტემპერატურების წლიური აბსოლუტური მინიმუმების საშუალო -100, აბსოლუტური მინიმუმი -230 აღწევს. ჰაერის ტემპერატურის წლიური აბსოლუტური მაქსიმუმების საშუალო 340, აბსოლუტური მაქსიმუმი კი 380 უდრის. 


ჰაერის ტემპერატურის დღეღამური ამპლიტუდა ყველაზე მაღალია ზაფხულის თვეებში (ივნისი, ივლისი, აგვისტო) და საშუალოდ 90 და მეტს აღწევს. ეს მაჩვენებელი ყველაზე ნაკლებია (4,8-5,50) ზამთარში.



საშუალო დღეღამური ტემპერატურის 100-ზე ზევით მდგრადი გადასვლა (ვაზის აქტიური ვეგეტაციის დასაწყისი) 8.IV-ს, ხოლო ქვევით დაცემა შემოდგომაზე (30.X) აღინიშნება. 100-ზე მაღალი საშუალო დღეღამური ტემპერატურიანი პერიოდი 204 დღეა. აღნიშნულ პერიოდში გროვდება 37300 აქტიურ ტემპერატურათა ჯამი.



აქტიური სითბოს ჯამი (40000) შესაძლოა 10 წელიწადში მხოლოდ ერთხელ დაგროვდეს (10%). სითბოს ჯამის მიხედვით (38000) კარგი ხარისხის ღვინომასალას 50% წლებში მივიღებთ. 



შემოდგომაზე პირველი წაყინვები საშუალოდ 15.XI-ს იწყება. ასეთი წაყინვები შესაძლოა 10 წელიწადში ერთხელ 20 ოქტომბერსაც აღინიშნოს, თუმცა ამ პერიოდში ყურძნის მოსავალი უკვე აღებულია.



გაზაფხულზე უკანასკნელი წაყინვები საშუალოდ 1.IV-ს წყდება. 10 წელიწადში ერთჯერ საგვიანო წაყინვები შესაძლოა 17 აპრილამდე არ შეწყდეს.



ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი 884 მმ-ს, აქედან სავეგეტაციო პერიოდში – 662 მმ-ს უდრის. ნალექები ყველაზე მეტი რაოდენობით (150 მმ) მოდის მაისში და ივნისში (130 მმ). ყურძნის მომწიფების პერიოდში, განსაკუთრებით სექტემბერში, ატმოსფერული ნალექები საკმაოზე მეტია და 75 მმ უდრის.



ჰაერის საშუალო წლიური შეფარდებითი სინოტივე 71%-ს უდრის. სავაგეტაციო პერი­ოდ­ში ეს მაჩვენებელი 68%-ზე მეტი არ არის.



სეტყვიანი დღეების რიცხვი წელიწადში საშუალოდ 2,2-ს უდრის. სეტყვა ყველაზე ხშირად მაისში (0,7 დღე) და ივნისში (0,5 დღე) მოდის. ანომალურად სეტყვიან წლებში, სეტყვიანი დღეების რაოდენობამ შესაძლოა 5-ს მიაღწიოს.



ნიადაგის ზედაპირის საშუალო წლიური ტემპერატურა 140 უდრის. ყველაზე თბილ თვეებში (ივლისი, აგვისტო) ნიადაგის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა 280 აღწევს; ყველაზე ცივ თვე-იანვარში კი -10-ია.



ძირითადად გაბატონებულია დასავლეთის (32%) და სამხრეთ-დასავლეთის (23%) ქარები. ქარის საშუალო წლიური სიჩქარე 1,4 მ/წმ უდრის.



აღნიშნული მონაცემების ანალიზიდან გამომდინარე სპეციფიკური ზონა მიეკუთვნება ქარების მავნე ზემოქმედების მე-III ჯგუფის რაიონებს.



ნიადაგები – წარმოდგენილია ტყის ყაივისფერი, მდელოს ყავის­ფე­რი და ალუვიური ნიადაგების ნაირსახეობები, რომლებიც ერთმანეთისაგან გან­ს­ხ­ვა­ვ­დებიან პროფილის სისქით, ხირხატიანობის ხარისხით და მექანიკური შედგე­ნილობის მიხედვით. ტყის ყავისფერი ნიადაგები წარმოდგენილია ზედა სარტყელში ცივგომბორის მთების ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთებზე, მდელოს­ყავისფერი ნიადაგები კი ამ კალთების ქვედა ზოლში მდინარე ალაზნის მეორე ტერასის მიჯნაზე ქვემო ალაზნის სარწყავი არხის გაყოლებაზეა წარმოდგენილი, ხოლო ალუვიური ნიადაგები მდინარე ალაზნის მეორე ტერასაზე ქვემო ალაზნის სარწყავი არხის ქვემოთ მდინარე ალაზნის პირველ ტერასამდე.



სპეციფიკურ ზონაში გამოყოფილია ტყის ყავისფერი ნიადაგების სამი, მდელოს ყავისფერი (ძველი ალუვიური) ნიადაგების ორი და ალუვიურ-პროლუვიური ნიადაგების ოთხი სახესხვაობა:

ტყის ყავისფერი, დიდი სისქის, სუსტად ხირხატიანი, საშუალო და მძიმე თიხნარი;
ტყის ყავისფერი, საშუალო სისქის, საშუალოდ ხირხატიანი, საშუალო და მძიმე თიხნარი;
ტყის ყავისფერი, საშუალო სისქის, მცირე ჰუმუსიანი, საშუალოდ ხირხატიანი და სუსტად ქვიანი, მძიმე თიხნარი;
მდელოს ყავისფერი (ძველი ალუვიური) დიდი სისქის, თიხიანი;
მდელოს ყავისფერი (ძველი ალუვიური) დიდი სისქის, სუსტად ხირხატიანი, თიხიანი;
ალუვიური კარბონატული, დიდი სისქის, მძიმე თიხნარი და თიხიანი;
ალუვიური კარბონატული, დიდი სისქის, სუსტად ხირხატიანი, თიხნარი;
ალუვიური-პროლუვიური, კარბონატული, დიდი სისქის, სუსტად ხირხატიანი, თიხიანი და მძიმე თიხნარი;
ალუვიური-პროლუვიური, კარბონატული, დიდი სისქის, ხირხატიანი, მსუბუქი თიხნარი და სილნარი.
ზემოთ დასახელებული ნიადაგების პირველი – სამი სახესხვაობა გავრცელებულია ზედა სარტყელში, ცივგომბორის მთების ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთებზე და რელიეფურად სუსტად დაქანებულ ფერდობებზე არიან წარმოდგენილი. ხოლო მეოთხე და მეხუთე სახესხვაობის ნიადაგები აღნიშნული კალთების დაბოლოებაზე ქვედა სარტყელში არიან წარმოდგენილი და სუსტად დახრილი გავაკებული რელიეფის ფორმებზეა გავრცელებული ალაქნის მეორე ტერასის მიჯნაზე. მეექვსე-მეცხრე სახესხვაობის ნიადაგები კი ალაზნის ვაკის მეორე ტერასაზე არიან გავრცელებული, რომელიც ემიჯნება ცივგომბორის მთების ჩრდილო-აღმოსავლეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით.



პირველი – სამი სახესხვაობის ნიადაგები, რომელიც ზედა სარტყელშია წარმოდგენილი, ხასიათდებიან საშუალო და ღრმა სისქის პროფილით, სადაც პროფილის სისქე 70-100 სმ-ს ფარგლებშია, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 30-60 სმ-ის ფარგლებში ცვალებადობს. ხასიათდებიან მძიმე თიხნარი მექანიკური შედგენილობით. პირიველი სახესხვაობის ნიადაგი ხასიათდება სუსტი ხირხატიანობით, ხოლო მეორე და მესამე სახესხვაობის ნიადაგები საშუალოდ ხირხატიანია. პირველი – სამი სახესხვაობის ნიადაგი ქვედა ფენებში ხასიათდებიან მუქი ყავისფერი და ყავისფერი შეფერილობით, ხოლო ქვედა ფენებში მოჩალისფრო-მოთეთრო შეფერილობით. მეოთხე და მეხუთე სახესხვაობის ნიადაგები, რომელიც აღნიშნული კალთების ქვედა სარტყელში არიან წარმოდგენილი, ხასიათდებიან ღრმა სისქის პროფილით (100-150 სმ) 50-60 სმ-ის სისქის აქტიური ჰუმუსიანი ფენით. მექანიკური შედგენილობით ძირითადად თიხოვნებისა და თიხნარების ჯგუფს მიეკუთვნებიან, ხოლო მეცხრე სახესხვაობა მსუბუქი თიხნარი და სილნარია. განსხვავებით მე-7 და მერვე სახესხვაობა სუსტი ხირხატიანობით ხასიათდება, ხოლო მეცხრე სახესხვაობის ნიადაგი საშუალოდ ხირხატიანია.

ყველა ამ ნიადაგში ჰუმუსის შემ­ცვე­ლობა ძირითადად დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება და 0,5-3,0%-ის ფარ­გ­ლებ­შია. დაბალია მეტწილად ჰიდროლიზური აზოტის შემცველობაც და 5 მგ-ს არ აღე­მა­ტე­ბა 100 გ ნიადაგში, ასევე დაბალია ხსნადი ფოსფორისა და გაცვლითი კალიუმის შემ­ცველობაც, გარდა გამონაკლისისა. კალციუმის კარბონატებს ძირითადად საშ­უ­ა­ლო რაოდენობით შეიცავენ და 8-20%-ის ფარგლებშია. გამონაკლისია მესამე სახე­ს­ხვა­ობის ნაიადგი სადაც მისი შემცველობა მაღალია და 42-44%-მდე აღწევს. ნიადაგის ხსნა­რის რეაქცია (PH) ძირითადად საშუალო ტუტეა და PH-ის მაჩვენებელი 7,5-8,0-ის ფარ­გლებშია. შთანთქმული ფუძეების ჯამი (Ca+Mg) საშუალო მაჩვენებლით ხასი­ა­თ­დე­ბა და ძირითადად 15-30 მილიექვივალენტის ფარგლებშია 100 გ ნიადაგში გამო­ნაკ­ლი­სისა პირველი და მეორე სახესხვაობის ნიადაგები, სადაც მაღალი მაჩვენებლებით არის წარმოდგენილი და 33-47 მილიექვივალენტს აღწევს 100 გ ნიადაგში.



აგროტექნოლოგიური რეგლამენტები

«ვაზისუბნის" დასახელების ღვინის მისაღებად, ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, დაცული უნდა იქნეს შემდეგი აგროტექნოლოგიური რეგლამენტები.



ჯიში რქაწითელი

გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 750 მეტრამდე.

დარგვის სქემა: 2,0 X 1,5 მ; 2,5 X 1,5 მ.

შტამბის სიმაღლე: 80-100 სმ.

სხვლის ფორმა: თავისუფალი და ქართული ორმხრივი შპალერი.

დატვირთვის ნორმა 1მ2-ზე: 8-10 კვირტი.

მოსავალი: 1 ჰა-ზე 9-10 ტონა.



ჯიში კახური მწვანე

გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 750--მდე.

დარგვის სქემა: 2 X 1,5 მ; 2,5 X 1,5 მ-ზე.

შტამბის სიმაღლე: 80–90 სმ.

სხვლის ფორმა: თავისუფალი, ქართული ორმხრივი შპალერი.

დატვირთვის ნორმა 1 მ2-ზე 8-10 კვირტი.

მოსავალი 1 ჰა-ზე: _ 6-7 ტონა.



ნიადაგის მოვლა-დამუშავება

ნიადაგის საშემოდგომო და საგაზაფხულო ხვნა. ტენდამცველი ღონისძიებები _ ნიადაგის ზედაპირის ფხვიერ მდგომარეობაში შენარჩუნება (კულტივაცია, ფრეზირება, მულჩირება). სავეგეტაციო მორწყვის დამთავრება რთველის დაწყებამდე ერთი თვით ადრე.



განოყიერება

ორგანულ-მინერალური სასუქების გამოყენება კარტოგრაფიული აგრორეგ­ლა­მენ­ტე­ბით.



ფიტოსანიტარული რეგლამენტი:

ძირითადი დაავადებები: ჭრაქი, ნაცარი, სიდამპლეები.

მავნებლები: ტკიპა, ყურძნის ჭია, ვაზის ცრუფარიანა.

ბრძოლის ღონისძიების გატარება: საქართველოში რეგისტრირებული, კონტაქტური და სისტემური პრეპარატებით.



რქაწითელისა და კახური მწვანის სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება



რქაწითელი - თეთრყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშია. იგი გამოირჩევა მაღალი სამეურნეო-ტექნოლოგიური თვისებებით. ხასიათდება სხვადასხვა პირობებისადმი გამძლეობით და პროდუქციის მაღალი ღირსებით. ჯიში საშუალო ან საშუალოზე საგვიანო პერიოდისაა, უხვმოსავლიანი (მტევნის საშუალო წონა 160-250 გ-მდე). საშულო მოსავალი ჰექტარზე 9-10 ტონა.

მწიფე ყურძენში შაქრიანობა 220-240 გ/დმ3 აღწევს, 5-6 გ/დმ3 მჟავიანობის შენარჩუნებით.



კახური მწვანე _ ქართული, თეთრყურძნიანი მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი ვაზის საღვინე ჯიშია.

ყურძენი სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის.

მტევანი საშუალო სიდიდისაა და მისი საშუალო წონა 160-175 გ აღწევს. სიმწიფეში მარცვალი იღებს მწვანე-მოყვითალო შეფერვას, ხასიათდება მეტად სასიამოვნო ჯიშური არომატით. სიმწიფეში შაქრიანობა 200-220 გ/დმ3 აღწევს 6-7 გ/დმ3 მჟავიანობით.

მაღალხარისხოვანი ღვინოების მისაღებად საშუალო საჰექტარო მოსავალი 7-8 ტონის ფარგელბშია.



ღვინო "ვაზისუბანი" - ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის მშრალი თეთრი ღვინოა. იგი მზადდება რქაწითელისა (85%) და კახური მწვანეს (15%) ყურძნისაგან, ტკბილის სრული დადუღებით.

ღვინო "ვაზისუბანი" ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერვით, ჰარმონიული გემოთი, ხალისიანი, განვითარებული ბუკეტით, ყვავილების ტონებით.

ღვინო "ვაზისუბანი" ქიმიური მონაცემებით უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მაჩვენებლებს:

 მოცულობითი სპირტშემცველობა, % - 10,5-12,5

 შაქრების მასიური კონცენტრაცია - არა უმეტეს 4 გ/დმ3

 ტიტრული მჟავიანობა – 5,5 – 7,5 გ/დმ3

 აქროლადი მჟავიანობა – არა უმეტეს 1,0 გ/დმ3

დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია – არანაკლებ 16 გ/დმ3

დანარჩენი ნორმატივები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საკანონმდებლო აქტებს და ევროსაბჭოს 1999 წლის 17 მაისის ¹ 1493/1999 წ დადგენილებას.



სპეციფიკური ზონის ფართობი

"ვაზისუბნის" სპეციფიკური ზონის ფართობი შეადგენს დაახლოებით 62 კმ2.

ზომიერი ნოტიო კლიმატი, ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები, რქაწითელისა და კახური მწვანის გემური მაჩვენებლები და ღვინის დაყენების ტექნოლოგია განსაზღვრავს ღვინო "ვაზისუბნის" ჰარმონიულობასა და ხალისიანობას.

ფოტო

იხილეთ სრულად

თელიანი

გეოგრაფიული მდებარეობა – მევენახეობის სპეციფიკური ზონა "თელიანი” მდებარეობს მდ. ალაზნის დი­ნების შუა წელში, ჩრდილო განედის 41054' და აღმოსავლეთ გრძედის 45035' კოორდინატებზე. სავენახე ფართობები გავრცელებულია ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთებზე და მოქცეულია მდ. ალაზნის მარჯვენა შენაკადებს: კისისხევსა და ვანთისხევს  შორის, ზღვის დონიდან 560 მ სიმაღლეზე.


კლიმატი – სპეციფიკური ზონის კლიმატი ხასიათდება  ზომიერად ნოტიო, ცხელი ზაფხულით და ზომიერად ცივი ზამთრით. მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 2300 სთ-ს აღემატება, ხოლო სავეგეტაციო პერიოდში 1660 სთ-მდე აღწევს. მზის პირდაპირი რადიაცია მოსული ჰორიზონტალურ ზედაპირზე წლიურად შეადგენს 75 კკალ/სმ2-ს, გაბნეული რადიაცია 54,2 კკალ/ სმ2, მზის ჯამობრივი რადიაცია წლიურად 130 კკალ/ სმ2-ს უდრის.


მზის ნათების არსებული რაოდენობის შეფარდება, მის შესაძლო რაოდენობასთან ზაფხულის თვეებში და სექტემბერში საშუალოდ 66%-ს შეადგენს. ყურძნის სიმწიფის პერიოდში მოწმენდილი დღეები 17-19 აღწევს.


ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 12,10-ია. ყველაზე ცივი თვის (იანვარი) საშუალო ტემპერატურა +0,90, ხოლო ყველაზე თბილი თვეების – ივლისი და აგვისტო საშუალო ტემპერატურები ერთმანეთს უახლოვდება და 23,2–22,90 უტოლდება. ჰაერის ტემპერატურების წლიური აბსოლუტური მინიმუმების საშუალო   -110, აბსოლუტური მინიმუმი -230 უდრის. ჰაერის ტემპერატურის წლიური აბსოლუტური მაქსიმუმების საშუალო 350, აბსოლუტური მაქსიმუმი კი 380 აღწევს. 


ჰაერის ტემპერატურის დღეღამური ამპლიტუდა ყველაზე მაღალია (8,0-9,50) ზაფხულის თვეებში, ხოლო ყველაზე დაბალი (4,8-5,50) ზამთარში.


სითბოს საერთო რაოდენობა წლების მიხედვით მეტად ცვალებადი სიდიდეა.  გასული საუკუნის განმავლობაში წინანდალში 100-ზე ზევით სითბოს ჯამი იცვლებოდა 33000-დან 42500-მდე, სითბოს ჯამის მრავალწლიური ამპლიტუდა 9500 აღწვეს.


თელიანში 35000-ზე მეტი სითბოს ჯამის დაგროვება 95% წლებში, ე. ი. თითქმის ყოველწლიურად არის უზრუნველყოფილი.


შემოდგომის პირველი წაყინვები საშუალოდ 26.XI-ს იწყება. 10 წელიწადში ერთჯერ პირველ წაყინვებს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ოქტომბრის ბოლოს. ამდენად ვაზს შემოდგომის წაყინვებისაგან საშიშროება არ ექმნება.


ატმოსფერული ნალექების საშუალო მრავალწლიური ჯამი 845 მმ-ს, სავეგეტაციო პერიოდში 644 მმ-ს უდრის. ნალექები ყველაზე მეტი რაოდენობით მოდის მაისში (157 მმ) და ივნისში (111 მმ). ყურძნის მომწიფების პერიოდში (VIII-IX) ნალექების ჯამი საშუალოდ 144 მმ უდრის. ნალექების საერთო რაოდენობიდან ყველაზე მეტი (34%) გაზაფხულზე და ზაფხულის (31%) პერიოდებში, შედარებით ნაკლები (23%) შემოდგომით და ზამთარშია (12%) შესაძლებელი.


ჰაერის საშუალო წლიური შეფარდებითი სინოტივე 70%-ს უდრის.


სეტყვიან დღეთა რიცხვი დიდია და წელიწადში საშუალოდ 2,3-ს უდრის; სეტყვა ყველაზე ხშირად მაისსა და ივნისში (0,7-0,8 დღე) მოდის. ანომალურად სეტყვიან წლებში მათმა რაოდენობამ შესაძლოა 9-ს მიაღწიოს.


ძირითადად გაბატონებულია დასავლეთის (30%) და აღმოსავლეთის (24%) ქარები, შედარებით ნაკლები განმეორება ახასიათებს სამხრეთ-დასავლეთ (14%),  ჩრდილო-დასავლეთ (11%) და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან (10%) მომართულ ქარებს.


ქარის საშუალო წლიური სიჩქარე 1,7 მ/წმ უდრის. წლის განმავლობაში ქარის სიჩქარე შედარებით მეტია გაზაფხულზე და ზაფხულში (1,7-2,1 მ/წმ). ყველაზე ნაკლები სიჩქარის ქარები (1,3-1,5 მ/წმ) ზამთრის თვეებში აღინიშნება. ძლიერ ქარიან დღეთა რიცხვი (≥ 15 მ/წმ) საშუალოდ დიდი არ არის და 10-ს უდრის.


სპეციფიკური ზონა მიეკუთვნება ქარების მავნე ზემოქმედების მე-III ჯგუფის რაიონებს; ასეთ ადგილებში რეკომენდებულია ოთხრიგიანი ძირითადი ქარსაფრების გაშენება.


სპეციფიკურ ზონაში თოვლიან დღეთა რიცხვი საშუალოდ 33-ს უდრის.


ნიადაგები წარმოდგენილია მდელოს ყაივისფერი (ძველი ალუვიური) და ალუვიური ნიადაგების ნაირსახეობები, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ხირხატიანობის ხარისხით და მექანიკური შედგენილობის მიხედვით. მდელოს ყავისფერი (ძველი ალუვიური) ნიადაგები წარმოდგენილია ცივგომბორის მთების ჩრდილო-აღმოსავლეთი კალთების დაბოლოებაზე, ხოლო ალუვიური ნიადაგები მდინარე ალაზნის მარჯვენა მეორე ტერასაზე.


გამოყოფილია მდელოს ყავისფერი (ძველი ალუვიური) ნიადაგების ორი და ალუვიური ნიადაგების ორი  სახესხვაობა:

  1. მდელოს ყავისფერი (ძველი ალუვიური) დიდი სისქის, თიხნარი;
  2. მდელოს ყავისფერი (ძველი ალუვიური) დიდი სისქის, ხირხატიანი, თიხიანი;
  3. ალუვიური კარბონატული, დიდი სისქის, თიხნარი;
  4. ალუვიური კარბონატული, დიდი სისქის, ხირხატიანი, თიხნარი.


ზემოთ დასახელებული ნიადაგების პირველი ორი სახესხვაობა წარმოდგენილია მიკროზონის ზედა სარტყელში ცივგომბორის მთების ჩრდილო-აღმოსავლეთი კალთების დაბოლოებებზე და რელიეფურად სუსტად დახრილ შლეიფებზე და გავაკებებზე არიან განლაგებული, ხოლო მესამე და მეოთხე სახესხვაობის ნიადაგები წარმოდგენილია ალაზნის მარჯვენა მეორე ტერასაზე, რომელიც ცივგომბორის მთების ჩრდილო აღმოსავლეთი კალთების დაბოლოებებს ემიჯნება და სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ სუსტად დახრილ ვაკეს წარმოადგენს სუსტი ტალღისებური ზედაპირით. ზემოთ დასახელებული ოთხივე სახესხვაობის ნიადაგში პროფილის სისქე 1-1,5 მეტრს აღემატება, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 50-60-სმ-ის ფარგლებშია. მექანიკური შედგენილობით აღნიშნული ნიადაგები თიხნარების ჯგუფს მიეკუთვნებიან და ფიზიკური თიხის შემცველობა ძირითადად 25-50%-ის ფარგლებშია, ზოგიერთ მონაკვეთზე ქვედა ფენებში გადახრილია მსუბუქი თიხნარებისაკენ და სილნარებისაკენ. ჰუმუსის შემცველობა ნიადაგის აქტიურ ფენაში საშუალოზე დაბალია და ძირითადად 1,5-3,0%-ის ფარგლებშია, ქვედა ფენებში კი უფრო მცირდება, კალციუმის კარბონატების საშუალო რაოდენობით შეიცავენ და ძირითადად 5-15%-ის ფარგლებშია. ნიადაგის ხსნარის რეაქცია (PH) ძირითადად საშუალო ტუტეა და PH-ის მაჩვენებელი 7,4-8,0-ის ფარგლებშია. ჰიდროლიზურ აზოტს საშუალო და მცირე რაოდენობით შეიცავენ და ნიადაგის ქიმიურ ფენაში ძირითადად 5,0-8,5 მგ-ის ფარგლებშია 100 გ ნიადაგში. ქვედა ფენაში კი საერთოდ დაბალი  მაჩვენებლით ხასიათდება. საშუალო რაოდენობით შეიცავს ხსნადი (შესათვისებელ) ფოსფორის ნიადაგის აქტიურ ფენაში და 2,5-3,0 მგ-ის ფარგლებშია 100 გ ნიადაგში,  ქვედა ფენებში კი მისი შემცველობა დაბალია. საერთოდ ღარიბია გაცვლითი კალიუმითაც და მის შემცველობა 12,0 მგ-ის არ აღემატება 100 გ ნიადაგში.


აგროტექნოლოგიური რეგლამენტები


«თელიანის” დასახელების ღვინის მისაღებად, ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, დაცული უნდა იქნეს შემდეგი აგროტექნოლოგიური რეგლამენტები.


ჯიში კაბერნე სოვინიონი

გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 560 მეტრამდე.

დარგვის სქემა: 2,0 X 1,5 მ; 2,5 X 1,5 მ.

შტამბის სიმაღლე: 80-100 სმ.

სხვლის ფორმა: ორმხრივი ქართული, თავისუფალი.

დატვირთვის ნორმა 1მ2-ზე: 7-8 კვირტი.

მოსავალი: 1 ჰა-ზე 6-7 ტონა.


ნიადაგის მოვლა-დამუშავება

ნიადაგის საშემოდგომო და საგაზაფხულო ხვნა. ნიადაგის ზედაპირის ფხვიერ მდგომარეობაში შენარჩუნება (კულტივაცია, ფრეზირება, მულჩირება). სავეგეტაციო მორწყვის დამთავრება რთველის დაწყებამდე ერთი თვით ადრე.

ურწყავში ნიადაგის ზედაპირის სარეველებისაგან სუფთა და ფხვიერ მდგომარეობაში შენარჩუნება. ნიადაგის მულჩირება.


განოყიერება

ორგანულ-მინერალური სასუქების გამოყენება კარტოგრაფიული აგრორეგ­ლა­მენ­ტე­ბით.


ფიტოსანიტარული რეგლამენტი:

ძირითადი დაავადებები: ნაცარი, ჭრაქი.

მავნებლები: ტკიპები, ვაზის ცრუფარიანა.


ბრძოლის ღონისძიების გატარება: საქართველოში რეგისტრირებული, კონტაქტური და სისტემური პრეპარატებით.


კაბერნე სოვინიონის სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება


კაბერნე სოვინიონი – ფრანგული მაღალხარისხოვანი ფერადყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშია. კაბერნესაგან დამზადებული სუფრის წითელი ღვინო გამოირჩევა  განსაკუთრებული ნაზი გემოთი, მდიდარი ბუკეტით, ალკოჰოლის და მჟავიანობის ნორმალური შეფარდებით, საშუალო ან საშუალოზე საგვიანო სიმწიფის პერიოდის, საშუალო ზრდის. კონდიციური მოსავლის მისაღებად საჰექტრო მოსავალი 6-7 ტ-ს ფარგლებში მერყეობს. მწიფე ყურძენში შაქრიანობა 190-220 გ/დმ3-ია, 8,0-9,0 გ/დმ3მჟავიანობით.


ღვინო "თელიანი” ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირე­ბადი უმაღლესი ხარისხის მშრალი წითელი ღვინოა. ღვინო მზადდება კაბერნე სოვინიონის ჯიშის ყურძნისაგან, დურდოს სრული დადუღებით.

ღვინო "თელიანი” ხასიათდება მუქი წითელი შეფერვით,  სუფთა ჯიშური არომატით, პიკანტური, ჰარმონიული, განვითარებული ბუკეტით.

ღვინო "თელიანის” ქიმიური მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მაჩვენებლებს:

მოცულობითი სპირტშემცველობა, % - 10,5-12,0

შაქრების მასიური კონცენტრაცია - არა უმეტეს 4 გ/დმ3

ტიტრული მჟავიანობა – 5,5 – 7,0 გ/დმ3

აქროლადი მჟავიანობა – არა უმეტეს 1,2 გ/დმ3

დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია – არანაკლებ 20 გ/დმ3

დანარჩენი ნორმატივები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საკანონმდებლო აქტებს და ევროსაბჭოს 1999 წლის 17 მაისის ¹ 1493/98999 წ დადგენილებას.


სპეციფიკური ზონის ფართობი


"თელიანის” სპეციფიკური ზონის ფართობი შეადგენს დაახლოებით 10,5 კმ2.

ზომიერად ნოტიო კლიმატი, მდელოს ყავისფერი და ალუვიური ნიადაგები ჯიში კაბერნე სოვინიონისათვის ქმნის ხელსაყრელ პირობებს, რომ მიკროზონაში დამზადდეს მაღალხარისხოვანი სუფრის წითელი ღვინო, განსაკუთრებული ნაზი გემოთი, მდიდარი ბუკეტით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შეფარდებით.

 

ფოტო

იხილეთ სრულად

კარდენახი

გეოგრაფიული მდებარეობა – მევენახეობის სპეციფიკური ზონა "კარდენახი” მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფ. კარდენახის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ცივ-გომბორის ქედის, ჩრდილო-აღმოსავლეთი დაქანების დადაბლებულ 3-40 დახრილობის ექსპოზიციაზე – მდ. ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე, ჩრდილო განედის 41048' და აღმოსავლეთი გრძედის 45044'კოორდინატებზე, ზღვის დონიდან 350-750 მ სიმაღლეზე. ნაკვეთები მოქცეულია გურჯაანი-წნორი რკინიგზისა და საავტომობილო ტრასებს შორის, სოფ. ბაკურციხისა და სოფ. ანაგის ადმინისტრაციულ საზღვრებს შორის. იგი მოიცავს სამ მასივს რომლის საერთო ფართი 345 ჰა-ს აღწევს.


კლიმატი – სპეციფიკური ზონა ხასიათდება ზომიერად ნოტიო კლიმატით, ცხელი ზაფხულითა და ზომიერად ცივი ზამთრით, ამინდის პირობებს განსაზღვრავს სუბტროპიკულ და ზომიერ განედებში განვითარებული, დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან გადმონაცვლებული ჰაერის მასები. არანაკლები მნიშვნელობა აქვს ადგილობრივ რელიეფური პირობებით წარმოქმნილ პროცესებსაც, რომელსაც განაპირობებს გომბორის და კავკასიონის მყინვარებით დაფარული მაღალი მწვერვალები და მათგან დაშვებული ცივი ჰაერის მასები.


მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 2154 საათს, სავეგეტაციო პერიოდში კი 1589 საათს უდრის.


ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 12,50C, ყველაზე ცივი თვის /იანვარი/ საშუალო ტემპერატურა 1,00ჩ, ყველაზე თბილი თვეების /ივლისი, აგვისტო/ კი - 23,60C უდრის. ჰაერის ტემპერატურის წლიური აბსოლუტური მინიმუმების საშუალო - 100C, 10 წელიწადში ერთჯერ კი შესაძლებელია – 150C-მდე დაეცეს. ჰაერის ტემპერატურის წლიური აბსოლუტური მაქსიმუმების საშუალო 350, ხოლო აბსოლუტური მაქსიმუმი 380-ს აღწევს.


ჰაერის ტემპერატურის 100-ზე ზევით მდგრადი გადასვლა /ვაზის აქტიური ვეგეტაციის დასაწყისი/ 5.IV, ხოლო აღნიშნულ გრადაციაზე ქვევით ტემპერატურის დაცემა ნოემბრის პირველ ხუთდღიურში /3/XI/ ხდება. 100-ზე ზევით ტემპერატურის პერიოდის ხანგრძლივობა 211 დღეს აღწევს, 100-ზე ზევით აქტიურ ტემპერატურათა ჯამი საშუალოდ 3920 უდრის.


ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი კარდენახის სპეციფიკური ზონაში 770 მმ, სავეგეტაციო პერიოდში 585 მმ ე. ი. წლიური რაოდენობიდან 76% სავეგეტაციო პერიოდში მოდის. წლის განმავლობაში ნალექების მაქსიმუმი /132 მმ/ მაისში, მინიმუმი /31 მმ/ კი იანვარში აღინიშნება.


ატმოსფერული ნალექები სეზონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: ყველაზე მეტი /32 - 32%/ გაზაფხულ-ზაფხულში, შედარებით ნაკლები /23%/ შემოდგომაზე და ზამთარში /13%/ მოდის.


ჰაერის საშუალო წლიური შეფარდებითი სინოტივე 72% უდრის, ვაზის სავეგეტაციო პერიოდში ეს მაჩვენებელი 70% აღწევს. შეფარდებითი სინოტივე კარდენახის სპეციფიკური ზონაში ყველაზე მაღალ მნიშვნელობას შემოდგომის დასასრულს /80%/ და ზამთრის პირველ ნახევარში /78 – 76%/ აღწევს, შედარებით ნაკლებია /64-63%/ ზაფხულის თვეებში ივლისში და აგვისტოში. დეკემბრის შუა რიცხვებიდან იქმნება თოვლის საფარი, რომელიც მარტის პირველ დეკადაში ქრება. თოვლიან დღეთა რიცხვი წელიწადში საშუალოდ 24-ს უდრის, უმეტეს წლებში თოვლის საფარი არამდგრადია.


შემოდგომის პირველი წაყინვები საშუალოდ 25 ნოემბრიდან იწყება. 10 წელიწადში ერთჯერ ნაადრევი წაყინვების დაწყებას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ოქტომბრის ბოლოს, რაც დაზიანების საშიშროებას არ უქმნის ვაზის მწვანე ორგანოებს. სპეციფიკური ზონაში გაზაფხულზე უკანასკნელი წაყინვები, საშუალოდ მარტის ბოლო დეკადაში წყდება. 10 წელიწადში 1-ჯერ უკანასკნელი წაყინვები შესაძლოა 15 აპრილამდე გაგრძელდეს.


სპეციფიკური ზონა მდებარეობს მაღალი ინტენსივობის სეტყვიან ზონაში. სეტყვიანი დღეების რიცხვი წელიწადში საშუალოდ 2,9 უდრის. წლის განმავლობაში სეტყვა ყველაზე მეტად მაის-ივნისში /2,1/ დღე მოდის. ცალკეულ წლებში აქ შესაძლებელია 5-6 სეტყვიანი დღე აღინიშნოს.


აქ ძირითადად გაბატონებულია სამხრეთ-დასავლეთი /33%/ და დასავლეთის /18%/ მიმართულების ქარები. დანარჩენი მიმართულების ქარებს ნაკლები განმეორება ახასიათებთ.


ქარის საშუალო წლიური სიჩქარე სპეციფიკური ზონაში 1,7 მ/წმ უდრის. წლის თბილ პერიოდში და ცივ პერიოდშიც ქარის სიჩქარე 1,7 მ/წმ არ აღემატება.


ძლიერ ქარიან დღეთა რიცხვი სპეციფიკური ზონაში იშვიათია. ქარების მოქმედების სიძლიერის მიხედვით მდინარე ალაზნის ხეობის ეს ნაწილი მიეკუთვნება III ჯგუფის რაიონს.


საშუალო მრავალწლიური მონაცემების მიხედვით, ჰაერის ტემპერატურის წლიური აბსოლუტური მინიმუმების საშუალო - 100C უდრის. 10 წელიწადში ერთჯერ მოსალოდნელია მინიმალური ტემპერატურის 150C-მდე დაცემა, ისიც მცირე ხანგრძლივობით.


ნიადაგის ზედაპირზე, რომელიც ნეშომპალა-კარბონატულია, საშუალო წლიური ტემპერატურა 150C უდრის. ივლის-აგვისტოში ნიადაგის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა ყველაზე მაღალია და 300C აღწევს. ყველაზე ცივ თვე იანვარში კი 00-ზე ნაკლები არ არის. საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა აგვისტოში 520C, ივლისში კი 530 აღწევს, საშუალო მინიმალური ტემპერატურა ზამთრის თვეებში -30, -50 საზღვრებშია.


100-ზე ზევით აქტიურ ტემპერატურათა ჯამი საშუალოდ /50%/ 39200 უდრის. 100-ზე ზევით ტემპერატურის პერიოდის ხანგრძლივობა კი 211 დღეს უდრის.


წლის განმავლობაში ღრუბლიანი დღეების /8-10 ბალი/ საერთო რაოდენობა დაახლოებით 110-120 უდრის. მოღრუბლული დღეების წლიური რაოდენობიდან ცივ პერიოდში /XI – III/ ხუთი თვის განმავლობაში ღრუბლიანი 59 დღეა, თბილ პერიოდში /IV – X/ ე. ი. შვიდი თვის განმავლობაში კი 61 დღე. წლის განმავლობაში ღრუბლიანი დღეები ყველაზე ნაკლებია /5-6 დღე/ ივლის-აგვისტოში, ხოლო შედარებით მეტი /10-12 დღე/ მარტ-აპრილში. საერთო ღრუბლიანობის მიხედვით მოწმენდილი დღეების /0-2 ბალი/ წლიური რაოდენობა 45 დღეს უდრის. მოწმენდილი დღეები ყველაზე მეტია ივლისიდან სექტემბრის პერიოდში.


ნიადაგი _ ნიადაგაწარმომქმნელი ქანები დელუვიურ-პროლუვიური წარმო­შო­ბის კარბონატული თიხნარ-თიხიანი და ქვაღორღიანი ნაფენებია.


ფართობი დაახლოებით 345 ჰექტარია.


გვხვდება ყავისფერი ნიადაგების 11 და დელუვიური ნიადაგების 1 სახესხვაობა.


პირველი სახესხვაობის ნიადაგი ყავისფერი, დიდი სისქის თიხიანი-წარმოდგენილია ნაკვეთ "გული წარაფის" ჩრდილო ნაწილში. ამ ნიადაგის პროფილის სისქე 90-100 სმ-ია, ჰუმუსიანი ფენისა კი 75-75 სმ.


მეორე სახესხვაობის ნიადაგი ყავისფერი, დიდი სისქის, ალაგ სუსტად ხირხატიანი და ქვიანი, მსუბუქი თიხა – წარმოდგენილია ნაკვეთ "მოწყობილი" ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, ნაკვეთ "გული წარაფის" დასავლეთ ნაწილში და ნაკვეთ "ახოებზე" მცირე კონტურების სახით. ამ ნიადაგის პროფილის სისქე 95-105 სმ-ია, ჰუმუსიანი ფენისა კი 70-80 სმ.


მესამე სახესხვაობის ნიადაგი – ყავისფერი, დიდი სისქის, ზედაპირულად სუსტად ხირხატიანი, მსუბუქი თიხა – წარმოდგენილია ნაკვეთ "გული წარაფის" რამოდენიმე კონტურის სახით. ამ ნიადაგის პროფილის სისქე 90-100 სმ-ია, ჰუმუსიანი ფენისა კი 65-75 სმ.


მეოთხე სახესხვაობის ნიადაგი – ყავისფერი, დიდი სისქის, ზედაპირულად სუსტად ხირხატიანი და ალაგ სუსტად ქვიანი, მძიმე თიხნარი და მსუბუქი თიხა – წარმოდგენილია ნაკვეთ "გული წარაფის" რამოდენიმე კონტურის სახით და ნაკვეთ "ახოების” ცენტრალურ ნაწილში – მისი ტერიტორიის დიდ ნაწილზე. ამ ნიადაგის პროფილის სისქე 85-95 სმ-ია, ჰუმუსიანი ფენისა კი 70-80 სმ.


მეხუთე სახესხვაობის ნიადაგი – ყავისფერი, დიდი სისქის, სუსტად ხირხატიანი და ქვიანი, მსუბუქი თიხა – წარმოდგენილია სამივე ნაკვეთზე მცირე კონტურების სახით. ამ ნიადაგის პროფილის სისქე 80-90 სმ-ია, ჰუმუსიანი ფენისა კი 60-70 სმ. დაქვიანება 3%.


მეექვსე სახესხვაობის ნიადაგი – ყავისფერი, დიდი სისქის, სუსტად ხირხატიანი და სუსტად ქვიანი, მძიმე თიხნარი და მსუბუქი თიხა – წარმოდგენილია ნაკვეთ "ახოებზე" მის ცენტრალურ ზოლში. ამ ნიადაგის პროფილის სისქე 85-95 სმ-ია, ჰუმუსიანი ფენისა კი 60-70 სმ.


მეშვიდე სახესხვაობის ნიადაგი – ყავისფერი, დიდი სისქის, საშუალოდ ხირხატიანი და ქვიანი, მძიმე თიხნარი და მსუბუქი თიხა – წარმოდგენილია ნაკვეთ "გული წარაფის" მცირე ნაწილზე. ამ ნიადაგის პროფილის სისქე 90-100 სმ-ია, ჰუმუსიანი ფენისა კი 50-60 სმ. დაქვიანება 20%, ქვების ზომა დიამეტრში 5-20 სმ.


მერვე სახესხვაობის ნიადაგი – ყავისფერი, დიდი და საშუალო სისქის, ალაგ სუსტად ხირხატიანი, მძიმე თიხნარი – წარმოდგენილია ნაკვეთ "ახოების" დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში. ამ ნიადაგის პროფილის სისქე 60-80 სმ-ია, ჰუმუსიანი ფენისა კი 50-60 სმ.


მეცხრე სახესხვაობის ნიადაგი – ყავისფერი, დიდი სისქის, სუსტად ხირხატიანი და ქვიანი, მძიმე თიხნარი და მსუბუქი თიხა – წარმოდგენილია ნაკვეთ "ახოების" ცენტრალურ ნაწილში. ამ ნიადაგის პროფილის სისქე 60-90 სმ-ია, ჰუმუსიანი ფენისა კი 50-60 სმ.


მეათე სახესხვაობის ნიადაგი – ყავისფერი, საშუალო სისქის, საშუალოდ ხი­რ­ხატიანი და სუსტად ქვიანი, მძიმე თიხნარი – წარმოდგენილია ნაკვეთ "ახოებზე" – მის ჩრდილო და სამხრეთ ნაწილებში. ამ ნია­­დაგის პროფილის სისქე 60-80 სმ-ია, ჰუმუსიანი ფენისა კი 50-60 სმ. დაქვიანება 4%.


მეთერთმეტე სახესხვაობის ნიადაგი – ყავისფერი, საშუალო სისქის, საშუალოდ ხირხატიანი და ქვიანი, მძიმე თიხნარი და მსუბუქი თიხა – წარმოდგენილია ნაკვეთ "გული წარაფის” სამხრეთ ნაწილში. ამ ნიადაგის პროფილის სისქე 60-70 სმ-ია, ჰუმუსიანი ფენისა კი 50-60 სმ.


მეთორმეტე სახესხვაობის ნიადაგი – დელუვიური, დიდი სისქის, საშუალოდ ხირხატიანი და სუსტად ქვიანი, მძიმე თიხნარი – წარმოდგენილია ნაკვეთ გული "წარაფის" სამხრეთ ნაწილში. ამ ნიადაგის პროფილის სისქე 110-120 სმ-ია, ჰუმუსიანი ფენისა კი 80-90 სმ.


ნიადაგები ძირითადად თიხნარი და მსუბუქი თიხა მექანიკური შედგენილობით ხასიათდებიან, სადაც ფიზიკური თიხის /<0,01 მმ/ ფრაქცია ფართო საზღვრებში ცვალებადობს და 20,0-დან 69,4%-მდეა, ჰუმუსის შემცველობა მე-4 და მე-5 სახესხვაობის ნიადაგების საპლანტაჟო ფენებში /0-60 სმ/ საშუალო და მცირეა /2,04 – 4,91%/, ხოლო დანარჩენი ნიადაგების იგივე ფენებში მცირეა და 2,95%-ს არ აღემატება. საერთო აზოტი ძირითადად დაბალი შემცველობით ხასიათდება – 0,067 – 0,128%, ჰიდროლიზური აზოტის შემცველობა მაღალია მე-4 და მე-6 სახესხვაობის ნიადაგის ყველა საანალიზო ჭრილის სახნავ ფენებში /0-25 სმ/ 10,56 – 13,89 მგ 100 გ ნიადაგში, დანარჩენ სახესხვაობის საპლანტაჟო ფენებში კი მისი შემცველობა დაბალია – 5,00 მგ-მდე 100 გ ნიადაგში ხსნადი ფოსფორის შემცველობა ყველა სახესხვაობის ნიადაგებში მარალია და სახნავ ფენებში 3,0-29,0 მგ-ის ფარგლებშია 100 გ ნიადაგში, ქვედა ფენებში კი კვალის სახით არის წარმოდგენილი, გაცვლითი კალიუმი თითქმის ყველგან /სახნავ ფენებში/ მაღალი შემცველობით ხასიათდება 28,0-90,4 მგ 100 გ ნიადაგში, ქვედა ფენებში კი მისი შემცველობა მკვეთრად კლებულობს, კალციუმის კარბონატების შემცველობა ნიადაგების პროფილებში ფართო საზღვრებში ცვალებადობს, რომელიც ზემოდან ქვემოთ კანონზომიერად მატულობს და 2,0-დან 44,0 %-მდეა, ნიადაგის არეს რეაქცია სუსტი და საშუალო ტუტეა – PH=7,2-8,2.


აგროტექნოლოგიური რეგლამენტები

ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, დაცული უნდა იქნეს შემდეგი აგროტექნოლოგიური რეგლამენტები.


ჯიში რქაწითელი

გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 750 მეტრამდე.

დარგვის სქემა: 2,0 X 1,5 მ; 2,5 X 1,5 მ.

შტამბის სიმაღლე: 80-100 სმ.

სხვლის ფორმა: თავისუფალი და ქართული ორმხრივი შპალერი.

დატვირთვის ნორმა 1მ2-ზე: 8-10 კვირტი.-ზე: 8-10 კვირტი.

მოსავალი: 1 ჰა-ზე 9-10 ტონა.


ჯიში ხიხვი

გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 750 მეტრამდე.

დარგვის სქემა: 2,0 X 1,5 მ; 2,5 X 1,5 მ.

შტამბის სიმაღლე: 80-100 სმ.

სხვლის ფორმა: თავისუფალი და ქართული ორმხრივი შპალერი.

დატვირთვის ნორმა 1მ2-ზე: 7-8 კვირტი.

მოსავალი: 1 ჰა-ზე 5-6 ტონა.


ჯიში კახური მწვანე

გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 750--მდე.

დარგვის სქემა: 2 X 1,5 მ; 2,5 X 1,5 მ-ზე.

შტამბის სიმაღლე: 80–90 სმ.

სხვლის ფორმა: თავისუფალი, ქართული ორმხრივი შპალერი;

დატვირთვის ნორმა 1 მ2-ზე 8-10 კვირტი.

მოსავალი 1 ჰა-ზე: _ 6-7 ტონა.


გადადუდებელი აგროღონისძიება: მოსავლიანი ყლორტების დანორმება და ყვავილობის დაწყების წინა ფაზაში წვერების წაწყვეტა.


ნიადაგის მოვლა-დამუშავება


ნიადაგის საშემოდგომო და საგაზაფხულო ხვნა. ნიადაგის მინიმალური დამუშავება. ტენდამცველი ღონისძიებები _ ნიადაგის ზედაპირის ფხვიერ მდგომარეობაში შენარჩუნება (კულტივაცია, ფრეზირება, მულჩირება).

 

განოყიერება


ორგანულ-მინერალური სასუქების გამოყენება კარტოგრაფიული რეგ­ლა­მენ­ტე­ბით. მოცემული ადგილის ეკორესურსების გათვალისწინებით.


ფიტოსანიტარული რეგლამენტი:

ძირითადი დაავადებები: ჭრაქი, ნაცარი, სიდამპლე.

მავნებლები: ტკიპები, ყურძნის ჭია, ვაზის ცრუფარიანა.

ბრძოლის ღონისძიების გატარება: საქართველოში რეგისტრირებული, კონტაქტური და სისტემური პრეპარატებით.


ჯიშების სამეურნეო-ტექნოლოგიური მაჩვენებლები


რქაწითელი _ თეთრყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშია. იგი გამოირჩევა მაღალი სამეურნეო-ტექნოლოგიური თვისებებით. ხასიათდება სხვადასხვა პირობებისადმი გამძლეობით და პროდუქციის მაღალი ღირსებით. ჯიში საშუალო ან საშუალოზე საგვიანო პერიოდისაა, უხვმოსავლიანი (მტევნის საშუალო წონა 160-250 გ-მდე). კონდიციური მოსავალი ჰექტარზე 9-10 ტონის ფარგლებშია.


მწიფე ყურძენში შაქრიანობა 220-240 გ/დმ3 აღწევს, 5-6 გ/დმ3 მჟავიანობის შენარჩუნებით.


ხიხვი _ თეთრყურძნიანი აბორიგენული ვაზის ჯიშია, საშუალო სიმწიფის პერიოდის, საშუალო ზრდის სიძლიერის, საშუალო მოსავლიანი. გავრცელების ძირითად რაიონებში საშუალო საჰექტარო მოსავალი 4-დან 6 ტონამდე. მტევნის საშუალო წონა 90-100 გ. მწიფე ყურძენში შაქრიანობა 240 გ/დმ3-ს აღწევს 5-6 გ/დმ3 მჟავიანობის შენარჩუნებით.


კახური მწვანე _ ქართული, თეთრყურძნიანი მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი ვაზის საღვინე ჯიშია.


ყურძენი სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის.


მტევანი საშუალო სიდიდისაა და მისი საშუალო წონა 160-175 გ აღწევს. სიმწიფეში მარცვალი იღებს მწვანე-მოყვითალო შეფერვას, ხასიათდება მეტად სასიამოვნო ჯიშური არომატით. სიმწიფეში შაქრიანობა 200-220 გ/დმ3 აღწევს 6-7 გ/დმ3 მჟავიანობით.


მაღალხარისხოვანი ღვინოების მისაღებად საჰექტარო მოსავალი 7-8 ტონის ფარგელბშია.


ღვინო "კარდენახი" _ "კარდენახი" - ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი შემაგრებული ღვინოა. იგი მზადდება რქაწითელის, ხიხვის და კახური მწვანეს ჯიშის ყურძნის დურდოს დაყოვნებით და მისგან მიღებული მადუღარი ტკბილის დასპირტვით.


ღვინო "კარდენახი" ხასიათდება ქარვისფერი, ჯიშური არომატით, თაფლის ტონებით, ჰარმონიულობითა და ზომიერი ექსტრაქტულობით.


ღვინო "კარდენახის" ქიმიური მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მაჩვენებლებს:

მოცულობითი სპირტშემცველობა, % - 18

შაქრების მასური კონცენტრაცია _ 100 გ/დმ3

ტიტრული მჟავიანობა _ 5,0 _ 6,0 გ/დმ3გ/დმ3

აქროლადი მჟავიანობა _ არაუმეტეს 1,0 გ/დმ3

დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია - არა ნაკლებ 18 გ/დმ3


დანარჩენი ნორმატივები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საკანონმდებლო აქტებს და ევროსაბჭოს 1999 წლის 17 მაისის ¹1493/1999 დადგენილებას.


სპეციფიკური ზონის ფართობი


"კარდენახის" სპეციფიკური ზონის ფართობი შეადგენს დაახლოებით 12 კმ2.


კარდენახის ექსპოზიცია – ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი დახრილობა; კავკასიონის მყინვარებიდან დაშვებული ცივი ჰაერის მასების მიერ შექმნილი მიკროკლიმატი; ურწყავი; ნეშომპალა-კარბონატული და ხირხატიანი ნიადაგები; ადგილობრივი აბორიგენული, უნიკალური ჯიშების უნივერსალობა; განსაზღვრავს "კარდენახის” ღვინოების ორიგინალობას და მაღალ ხარისხს.

 

ფოტო

იხილეთ სრულად

კახეთი

გეოგრაფიული მდებარეობა _ მევენახეობის სპეციფიკური ზონა "კახეთი” მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდინარეების ალაზნისა და იორის აუზში და უკავია 11,300 კმ2 ფართობი, ჩრდილო განედის 410-42015' და აღმოსავლეთ გრძნ­ედის 450-46030'კოორდინატებზე. ჩრდილო აღმოსავლეთით კახეთს ესაზღვრება კავკასიონის მთავარი ქედი, დასავლეთიდან ქართლის ქედი, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან კი აზერბაიჯანი.


ცივ-გომბორის ქედი კახეთს ორ ნაწილად, შიდა კახეთად და გარე კახეთად ჰყოფს.


შიდა კახეთი წარმოადგენს თანდათანობით ქანობს ზემოთ ხსენებული ქედების და გადადის საქართველოში უდიდეს ალაზნის დაბლობში. ალაზნის დაბლობი განლაგებულია მდინარე ალაზნის ორივე მხარეს. მისი სიგრძე დაახლოებით 160 კმ, ხოლო სიგანე 5-დან 40 კმ-მდე, ჩრდილო-დასავლეთიდან სიმაღლე ზღვის დონიდან 740 მ სიმაღლეზეა, სამხრეთ-აღმოსავლეთი მიმართულებით იგი დაბლდება 200 მ-მდე აზერბაიჯანის საზღვართან. ალაზნის ველის რელიეფი არათანაბარია, კავკასიის მთავარი ქედიდან ჩამონადენი მთის მდინარეების ეროზიული მოქმედებით მთის ფერდობები და მისი ძირები საკმაოდ დანაწევრეულია.


გარე კახეთი ანუ ივრის ზეგანი განლაგებულია სამგორის მაღლობსა და ცივგომბორის ქედს შორის და მიმართულია აღმოსავლეთისაკენ, სადაც მიედინება კახეთის ძირითადი წყლის არტერია იორი. კახეთის რელიეფის სხვაობას შეესაბამება მნიშვნელოვნად ჭრელი კლიმატური პირობები.


კლიმატი გამოიყოფა სამი აგროკლიმატური ზონა: სუბტროპიკული, თბილი და ზომიერად თბილი. კლიმატის სიმკვეთრის მაჩვენებლის მიხედვით მხარე იყოფა თხუთმეტ ქვეზონად.


კახეთის კლიმატური პირობები ხელშემწყობია ხარისხოვანი მეღვინეობისათვის. ატმოსფერული ნალექების საერთო რაოდენობა წლის განმავლობაში შეადგენს 600-800 მმ. ვეგეტაციური პერიოდის ხანგრძლივობა 210 დღეს უდრის, ხოლო ამ პერიოდის საშუალო ტემპერატურა 18,50. გაზაფხულზე და შემოდგომაზე მოსალოდნელია სეტყვა, რომელიც ხშირად ამა თუ იმ რაიონს მნიშვნელოვან ზარალს აყენებს. ზაფხულის მეორე ნახევარში შესაძლოა ხანგრძლივი გვალვიანი პერიოდები. ზამთარი ზომიერად ცივი, ღრუბლიანი და მცირე თოვლიანია. ვაზისათვის ხანგრძლივი საზიანო (18-200) ყინვები იშვიათად იცის. საერთოდ ვაზის კულტურის არსებობა კახეთში შესაძლებელია დაუმარხავად და ძირითადად მოურწყავადაც. 


ნიადაგები გარე კახეთის მევენახეობა წარმოდგენილია ცივგომბორის მთების სამხრეთ-დასავლეთის დაბოლოებასა და მდინარე იორის მარცხენა და ნაწილობრივ მარჯვენა ტერასებს შორის მოქცეულ სარტყელში, რომელიც ზღვის დონიდან 450-700 მ-ის ფარგლებშია და მოიცავს საგარეჯოს რაიონის სოფლებს: ხაშმს, პატარძეულს, ნინოწმინდს და თვით საგარეჯოს, გარეჯს, გიორგიწმინიდას, თოხლიაურს, მანავს, ჩაილურს, კაკაბეთს, ვერხვიანს, ბადიაურს, იორმუღანლოს, ყანდაურას და შიბლიანის ტერიტორიებს. ნაწილობრივ გურჯაანის რაიონის სოფლებს: კაჭრეთს, ჯიმითს, მელაანს, არაშენდას, ჩალაუბანს და სიღნაღის რაიონის სოფლებს: ნუკრიანს, ზემო და ქვემო ბოდბეს, მაღაროს ტერიტორიებს. გარდაბნის რაიონის სოფლებს: სამგორს, ვარკეთილს, მარტყოფს, გამარჯვებას და სართიჭალის ტერიტორიებს.


გარე კახეთში ძირითადად წარმოდგენილია შავმიწა და შავმიწისებრი ნიადაგები თავისი ნაირსახეობებით და სახესხვაობებით. საკმაოდ მნიშვნელოვანი ფართობი უკავია აგრეთვე ყავისფერ და მდელოს ყავისფერ ნიადაგებს ნაირსახეობითა და სახესხვაობებით. შედარებით ნაკლები ფართობი წარმოდგენილია ალუვიურ-პროლუვიური და დელუვიური ნიადაგების ნაირსახე­ო­ბე­ბი და სახესხვაობები.


ზემოთ დასახელებული ნიადაგები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან როგორც მორფოლოგიური ნიშნებით, ასევე თავისი ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლებით. შავმიწა, შავმიწისებურ, ყავისფერ და მდელოს ყავისფერ ნიადაგებში პროფილის სისქე 50-120 სმ-ის ფარგლებშია, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 30-60 სმ-ის ფარგლებში ცვალებადობს. ხასიათდებიან ძირითადად თიხიანი და მძიმე თიხნარი მექანიკური შედგენილობით. ჰუმუსის შემცველობა ამ ნიადაგების აქტიურ ფენაში ძირითადად 2-4%-ის ფარგლებში მერყეობს, ქვევით კი თანდათან მცირდება. კარბონატებს საშუალო და მცირე რაოდენობით შეიცავენ და ძირითადად 2,5-25%-ის ფარგლებშია, ხოლო ზოგიერთ მონაკვეთებში უფრო მეტსაც აღწევს. ნიადაგების არეს რეაქცია საშუალო და სუსტი ტუტეა და PH-ის მაჩვენებელი ძირითადად 7,3-8,2-ის ფარგლებშია.


ალუვიურ-პროლუვიური და დელუვიური ნიადაგები გარე კახეთის მევენახეობის ზონაში შედარებით მცირე ფართობით არის წარმოდგენილი და ძირითადად ხევების გასწვრივ და მთის კალთების ქვედა სარტყელში გვხვდებიან. ამ ნიადაგების პროფილის სისქე 1 მეტრს აღემატება, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 30-50 სმ-ის ფარგლებშია, ხასიათდებიან ძირითადად თიხნარი და მძიმე თიხნარი მექანიკური შედგენილობით, ალაგ ხირხატიანობით და ქვიანობით. კარბონატების საშუალო ტუტეა და PH-ის მაჩვენებელი 7,5-8,3-ის ფარგლებშია. ჰუმუსის შემცველობა ამ ნიადაგებში ძირითადად 1,5-2,55-ის ფარგლებშია.


შიდა კახეთის ზონა მოიცავს გურჯაანის, თელავის, ახმეტის, ყვარლის, ნაწილობრივ სიღნაღის, წითელწყაროს და ლაგოდეხის რაიონის ტერიტორიებს, რომელიც მდინარე ალაზნის მარჯვენა და მარცხენა მხარეზე არიან განლაგებული და მის მეორე ტერასას და ცივგომბორის მთების ჩრდილო-აღმოსავლეთი და ჩრდილო-დასავლეთი კალთების დაბოლოებას წარმოადგენენ. ზონა მოქცეულია კავკასიონის მთების სამხრეთი კალთების დაბოლოებასა და ცივგომბორის მთების ჩრდილოპ-აღმოსავლეთი და ჩრდილო-დასავლეთის კალთების დაბოლოებას შოპრის ზღვის დონიდან 350-750 მ-ის ფარგლებში.


შიდა კახეთის ზონაში ალაზნის მარჯვენა მხარეზე წარმოდგენილია ყავისფერი, მდელოს ყავისფერი, შავმიწა, შავმიწისებური, ალუვიურ-პროლუვიური და დელუვიური ნიადაგები თავისი ნაირსახეობითა და სახესხვაობებით.


ყავისფერ, მდელოს ყავისფერ, შავმიწა და შავმიწისებური ნიადაგების პროფილის სისქე 60-120 სმ-ის ფარგლებში მერყეოპბს, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 30-60 სმ-ის ფარგლებშია. მექანიკური შედგენილობით თიხნარებს და მძიმე თიხნარებს წარმოდგენს. ხასიათდებიან ალაგ ხირხატიანობით და ქვიანობით, საშუალო და სუსტი კარბონატებით. ნიადაგის არეს რეაქცია საშუალო და სუსტი ტუტეა და PH-ის მაჩვენებელი ძირითადად 7,2-8,2-ის ფარგლებში ცვალებადოდბს. ჰუმუსის შემცველობა ნიადაგის აქტიურ ფენაში ძირითადად 2,0-4,0%-ის ფარგლებშია, ქვევით კი თანდათან მცირდება.


ალუვიურ-პროლუვიური და დელუვიური ნიადაგები წარმოდგენილია მდინარე ალაზნის ორივე მხარეზე. ამ ნიადაგების პროფილის სისქე 1-1,5 მეტრს აღემატება, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 40-60 სმ-ის ფარგლებშია. ხასიათდებიან ძირითადად თიხნარი და მძიმე თიხნარი მექანიკური შედგენილობით. ზოგიერთ მონაკვეთებში კი მსუბუქი თიხნარი და სილნარებია. ჰუმუსის შემცველობა ამ ნიადაგების აქტიურ ფენაში ძირითადად 1,5-2,5%-ის ფარგლებშია ქვედა ფენებში კი თანდათან უფრო მცირდება. კარბონატებს ალაზნის მარჯვენა მხარეზე წარმოდგენილი ალუვიურ-პროლუვიური და დელუვიური ნიადაგები ძირითადად საშუალო და მცირე რაოდენობით შეიცავენ (4,5-25,0%-ის ფარგლებშია), ხოლო ალაზნის მარცხენა მხარეზე წარმოდგენილი ეს ნიადაგები საერთოდ არ შეიცავენ ან გამონაკლისს შემთხვევაში მხოლოდ უმნიშვნელო მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი (0,5-2%-ის ფარგლებში). ნიადაგის არეს რეაქცია PH კი ალაზნის მარჯვენა მხარეზე მდებარე ამ ნიადაგებში 7,3-8,2-ის ფარგლებშია, ხოლო ალაზნის მარცხენა მხარეზე მდებარე ნიადაგებში 6,2-7,0-ის ფარგლებში მერყეობს.


აგროტექნოლოგიური რეგლამენტები


ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, დაცული უნდა იქნეს შემდეგი აგროტექნოლოგიური რეგლამენტები.


ჯიში რქაწითელი

გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 750 მეტრამდე.

დარგვის სქემა: 2,0 X 1,5 მ; 2,5 X 1,5 მ.

შტამბის სიმაღლე: 80-100 სმ.

სხვლის ფორმა: თავისუფალი და ქართული ორმხრივი შპალერი.

დატვირთვის ნორმა 1მ2-ზე: 8-10 კვირტი.

მოსავალი: 1 ჰა-ზე 9-10 ტონა.

 

ჯიში კახური მწვანე

გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 750--მდე.

დარგვის სქემა: 2 X 1,5 მ; 2,5 X 1,5 მ-ზე.

შტამბის სიმაღლე: 80–90 სმ.

სხვლის ფორმა: თავისუფალი, ქართული ორმხრივი შპალერი.

დატვირთვის ნორმა 1 მ2-ზე 8-10 კვირტი.

მოსავალი 1 ჰა-ზე: _ 6-7 ტონა.


ნიადაგის მოვლა-დამუშავება


ნიადაგის საშემოდგომო და საგაზაფხულო ხვნა. ნიადაგის მინიმალური დამუშავება. ტენდამცველი ღონისძიებები _ ნიადაგის ზედაპირის ფხვიერ მდგომარეობაში შენარჩუნება (კულტივაცია, ფრეზირება, მულჩირება).


განოყიერება


ორგანულ-მინერალური სასუქების გამოყენება კარტოგრაფიული რეგ­ლა­მენ­ტე­ბით მოცემული ადგილის ეკორესურსების გათვალისწინებით.


ფიტოსანიტარული რეგლამენტი:


ძირითადი დაავადებები: ჭრაქი, ნაცარი, სიდამპლე.

მავნებლები: ტკიპები, ყურძნის ჭია, ვაზის ცრუფარიანა. 

ბრძოლის ღონისძიების გატარება: საქართველოში რეგისტრირებული, კონტაქტური და სისტემური პრეპარატებით.


ჯიშების სამეურნეო-ტექნოლოგიური მაჩვენებლები


რქაწითელი _ თეთრყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშია. იგი გამოირჩევა მაღალი სამეურნეო-ტექნოლოგიური თვისებებით. ხასიათდება სხვადასხვა პირობებისადმი გამძლეობით და პროდუქციის მაღალი ღირსებით. ჯიში საშუალო ან საშუალოზე საგვიანო პერიოდისაა, უხვმოსავლიანი (მტევნის საშუალო წონა 160-250 გ-მდე). საშულო მოსავალი ჰექტარზე 9-10 ტონა.


მწიფე ყურძენში შაქრიანობა 220-240 გ/დმ3 აღწევს, 5-6 გ/დმ3 მჟავიანობის შენარჩუნებით.


კახური მწვანე ქართული, თეთრყურძნიანი მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი ვაზის საღვინე ჯიშია. ყურძენი სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის.


მტევანი საშუალო სიდიდისაა და მისი საშუალო წონა 160-175 გ აღწევს. სიმწიფეში მარცვალი იღებს მწვანე-მოყვითალო შეფერვას, ხასიათდება მეტად სასიამოვნო ჯიშური არომატით. სიმწიფეში შაქრიანობა 200-220 გ/დმ3 აღწევს 6-7 გ/დმ3მჟავიანობით.


მაღალხარისხოვანი ღვინოების მისაღებად საშუალო საჰექტარო მოსავალი 7-8 ტონის ფარგელბშია.


ღვინო "კახეთი” – ადგილწარმოშობის დასახელების თეთრი მშრალი ღვინოა. იგი მზადდება რქაწითელის და კახური მწვავეს ჯიშის ყურძნისაგან, დურდოს სრული დადუღებით.


ღვინო "კახეთი” ხასიათდება ქარვისფერი შეფერვით, ხილის არომატით, სასიამოვნო სიმწკლატით, ხავერდოვნებით და ჰარმონიულობით.


ღვინო "კახეთის” ქიმიური მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მაჩვენებლებს:

მოცულობითი სპირტშემცველობა % - 10,5-13,5

შაქრების მასური კონცენტრაცია _ არაუმეტეს 4 გ/დმ3

ტიტრული მჟავიანობა _ 5 _ 6 გ/დმ3

აქროლადი მჟავიანობა _ არაუმეტეს 1,2 გ/დმ3

დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია - არა ნაკლებ 18 გ/დმ3

დანარჩენი ნორმატივები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საკანონ­მდებ­ლო აქტებს და ევროსაბჭოს 1999 წლის 17 მაისის ¹1493/1999 დადგენილებას.


სპეციფიკური ზონის ფართობი

"კახეთის” სპეციფიკური ზონის ფართობი შეადგენს დაახლოებით 3100 კმ2. მოცემული ეკოგარემო და ადგილობრივი აბორიგენული ჯიშების უნივერსალობა, განსაზღვრავს ღვინო "კახეთის” ორიგინალობას და მაღალ ხარისხს.

იხილეთ სრულად

მანავი

გეოგრაფიული მდებარეობა - მევენახეობის სპეციფიკური ზონა "მანავი” მდებარეობს გარე კახეთში, საგარეჯოს ადმინისტრაციულ რაიონში, ცივ-გომბორის ქედის სამხრეთ და მის მიმდებარე ფერდობების მთისწინებზე ჩრდილო განედის _ 41044'׀ და აღმოსავლეთის გრძედის 45027' და მათ მახლობლად მდებარე კოორდინატებზე. სამრეწველო ვენახები ძირითადად განლაგებულია ზღვის დონიდან 450-800 მეტრ სიმაღლის საზღვრებში. ივრის ზეგანის ამ ნაწილის ფიზიკურ-გეოგრაფიულ ინდივიდუალობას განსაზღვრავს მისი ერთობლივი შემაღლებულ-ვაკისებრი, დატალღული, სუსტად დანაწევრებული რელიეფი და კონტინენტური კლიმატიდან ზღვის კლიმატზე გარდამავალ ოლქში მდებარეობა.


ღვინო "მანავის” მიკროზონა მოიცავს შემდეგ სოფლებს: თოხლიაური, მანავი, ბურდიანი, გიორგიწმინდა, ანთოკი, მარიამჯვარი, დიდი ჩაილური, პატარა ჩაილური, კაკაბეთი და ვერხვიანი.


კლიმატი – ზომიერად ნოტიოა, ზომიერად ცივი ზამთრით და თბილი ხანგრძლივი ზაფხულით.

მიკროზონაში მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 2100-2200 საათის ფარგლებშია, ხოლო სავეგეტაციო პერიოდში 1650 სთ-ს უდრის. ჯამობრივი რადიაციის წლიური სიდიდე 120-130 კკალ/სმ2-ია. წლიური რადიაციული ბალანსი 50-52 კკალ/სმ2-ს უდრის.


მიკროზონაში ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 9-120C-ის ფარგლებშია, აქ ყველაზე ცივი თვე იანვარია, რომლის საშუალო ტემპერატურა დასახელებული სიმაღლეების შესაბამისად 0-დან -20-მდე იცვლება. უთბილესი თვეების (ივლისი, აგვისტო) საშუალო ტემპერატურა კი 23,5-22საზღვრებში იცვლება, მანავში – 650 მ სიმაღლეზე 230 უდრის.


წლიური აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურებიდან საშუალო -12, -140-ის ფარგლებშია. 10 წელიწადში ერთჯერ მინიმალური ტემპერატურა შესაძლოა -17, -190-მდე დაეცეს. ექსტრემალური ტემპერატურები -25 _ +390-ის ფარგლებშია.


მხარის უმეტეს ნაწილში ჰაერის ტემპერატურის 100-ზე ზევით მდგრადი გა­დასვლა აპრილის I დეკადაში აღინიშნება, ხოლო 100-ზე ქვევით ტემპერატურა ოქტომბრის ბოლო რიცხვებში ეცემა. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 190-200 დღის ფარგლებში მერყეობს, აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 450-დან 800 მ სიმაღლემდე 3800-34000-მდე იცვლება. "დიდი ზვრის” მიკროუბანში კი 3650-დან 34500-ის ფარგლებშია.


ღრუბლიანობა, საერთო მოღრუბლულობის მიხედვით, 55-60%-ია. მეტი ღრუბლიანობით (60-70%) გამოირჩევა ზამთარი და გაზაფხული, ნაკლებით (35-40%) ზაფხული.


მიკროზონაში ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი 590-865 მმ-ის ფარ­გ­ლებშია, ხოლო სავეგეტაციო პერიოდში 400-600 მმ-ის საზღვრებში იცვლება.


წლიური ნალექებიდან მაქსიმუმი მაისშია (90-130 მმ), ხოლო მინიმუმი დეკემბერში (25-35 მმ). კახური მწვანე და რქაწითელი კვირტის გაშლას საშუალოდ აპრილის მეორე ნახევრიდან (22.IV) იწყებენ. ყვავილობა იწყება ივნისის I დეკადაში, ხოლო ყურძნის სიმწიფე აგვისტოს II ნახევარში. კახური მწვანე ყვავილობას და სიმწიფეს სამი დღით ასწრებს რქაწითელს. მანავის მიკროზონებში კახური მწვანე საუკეთესო ხარისხის ღვინომასალას სექტემბრის ბოლო რიცხვებში დაკრეფილი ყურძნიდან იძლევა, როდესაც აქტიური სითბო 33000 და მეტია. ასეთი წლების რაოდენობა კი აქ 50 %-მდე აღწევს, ხოლო დანარჩენ წლებში იწარმოება კარგი ხარისხის სუფრის ღვინო.


ჰაერის შეფარდებითი სინოტივის წლიური მნიშვნელობა საშუალოდ 69-70%-ის ფარგლებში მერყეობს. ჰაერის ტენით გაჯერება ყველაზე ნაკლებია (62-64%) ზაფხულის თვეებში (ივლისი, აგვისტო). ყველაზე მეტ (76-79%) სიდიდეს კი გვიან შემოდგომით და ზამთრის დასაწყისში აღწევს.


მიკროზონაში სეტყვიან დღეთა რიცხვი წლის განმავლობაში ზღვის დონიდან სიმაღლის მიხედვით 0,9-2,6 უდრის. ყველაზე სეტყვიანი თვე მაისია – 0,6-1,1 დღე.


გომბორის ქედის სამხრეთ მთისწინებზე და მდინარე ივრის გავაკებაზე, ვენახებისათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე ძირითადად გაბატონებულია დასავლეთის, (25%) აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის (16-17%) ქარები. ქარის საშუალო წლიური სიჩქარე 2,2-2,6 მ/წმ საზღვრებში იცვლება. დადაბლებულ ზონაში, განსაკუთრებით გაზაფხულზე 2,8 – 3,3 მ/წმ-ს უტოლ­დე­ბა. ძლიერ ქარიან დღეთა რიცხვი 19-ს არ აღემატება. ძლიერი ქარის მაქსიმალური სიჩქარე 40 მ/წმ 20 წელიწადში ერთხელ არის მოსალოდნელი, 10 წელიწადში ერთხელ კი ქარის სიჩქარემ შესაძლოა 36 მ/წმ-ს მიაღწიოს. მავნე ქარების მიხედვით მიკროზონა მიეკუთვნება I ჯგუფს, ამიტომ ძირითადი ქარსაფარები უნდა გაშენდეს 200-250 მ დაშორებით.


ნიადაგები. ჩატარებული იქნა ნიადაგების საველე მორფოლოგიური და ლაბორატორიული გამოკვლევა, რომელიც ითვალისწინებდა ნიადაგის პროფილის შესწავლას ზედაპირიდან დედაქანის ჩათვლით, როგორც მორფოლოგიური ნიშნებით, ასევე ლაბორატორიულად ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლებით. ამისთვის გაკეთდა ჭრილები მიკროზონის სხვადასხვა ადგილებში რელიეფის ფორმების, ნიადაგის ტიპების და სახესხვაობების შესაბამისად.


კვლევის საფუძველზე მიკროზონაში გამოყოფილია ყავისფერი ნიადაგები თავისი ქვეტიპებითა და სახესხვაობებით და ალუვიურ-პროლუვიურ ნიადაგები, რომელიც შეიძლება ასე იქნეს კლასიფიცირებული.


I. ყავისფერი ნიადაგები.


1. მუქი ყავისფერი (შავმიწისებური) კარბონატული, დიდი სისქის, მცირე ჰუმუსიანი, თიხიანი და მძიმე თიხნარი, განვითარებული ლიოსისებურ თიხებზე.


2. მუქი ყავისფერი (შავმიწისებური) კარბონატული, დიდი სისქის, ღრმა ჰუმუსიანი, ალაგ სუსტად ხირხატიანი და ქვიანი, თიხიანი და მძიმე თიხნარი, განვითარებული ლიოსისებურ თიხებზე და თიხნარიან კონგლომერატზე.


3. მუქი ყავისფერი (შავმიწისებური) კარბონატული, საშუალო სისქის, მცირე ჰუმუსიანი, თიხიანი და მძიმე თიხნარი, სუსტად ხირხატიანი და ქვიანი, განვითარებული ლიოსისებურ თიხებზე და თიხნარიან კონგლომერატზე.


4. ყავისფერი ჩვეულებრივი, კარბონატული, დიდი სისქის, საშუალო და მცირე ჰუმუსიანი, თიხიანი და მძიმე თიხნარი, ალაგ სუსტად ხირხატიანი და ქვიანი, განვითარებული ლიოსისებურ თიხებზე და თიხნარიან კონგლომერატზე.



II. მდელოს ყავისფერი ნიადაგები.


5. მდელოს ყავისფერი (ძველი ალუვიურ-დელუვიური) კარბონატული, დიდი სისქის, საშუალო და მცირე ჰუმუსიანი, მძიმე თიხნარი და მსუბუქი თიხა, განვითარებული ალუვიურ-პროლუვიურ ნალექებზე.


6. მდელოს ყავისფერი (ძველი ალუვიურ) კარბონატული, დიდი სისქის, მცირე ჰუმუსიანი, თიხიანი და მძიმე თიხნარი, განვითარებული ალუვიურ ნალექებზე.



III. ალუვიურ-პროლუვიური ნიადაგები.


7. ალუვიურ-პროლუვიური კარბონატული, დიდი სისქის, საშუალო ჰუმუსიანი, ძლიერ ხირხატიანი და ქვიანი, თიხნარი, განვითარებული ალუვიურ-პროლუვიურ ნალექებზე.


მუქი ყავისფერი (შავმიწისებური) ნიადაგები, რომლებიც დიდი სისქის პროფილით ხასიათდებიან (სახესხვაობა 1 და 2), გავრცელებულია ძირითადად ჩაილურის, კაკაბეთის, ვერხვიანის, ყანდაურის, ბადიაურის და შიბლიანის ტერიტორიის ზედა ნაწილში, სოფლის დასახლებასა და თბილის-კახეთის რკინიგზას შორის. ამ ნიადაგების პროფილის სისქე 0,8-1,2 მ-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 35-50 სმ-ია. მუქი ყავისფერი (შავმიწისებური) საშუალო სისქის ნიადაგი (სახესხვაობა ¹3) წარმოდგენილია მანავის (ნაკვეთი "ზეიანი”) და ბადიაურის (ნაკვეთი "ფერმებთან”) ტერიტორიაზე. ამ ნიადაგის პროფილის სისქე 50-70 სმ-ია, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 35-40 სმ. პირველი სამი სახესხვაობის ნიადაგი ზედა აკუმულიაციურ (A) ფენაში მუქი ყავისფერი, მოშავო შეფერილობით ხასიათდება, გარდამავალ (B) ფენაში ყავისფერი ან ღია ყავისფერია, ქვევით ჩალისფერში გადადის და კარბონატობის მაღალი შემცველობის გამო მოთეთრო იერს ღებულობს ან აჭრელებულია კირის თვლებით.


კარბონატების დაგროვება ამ ფენაში შეიმჩნევა ღია მიცელების სახითაც. სტრუქტურა აკუმულაციურ ფენაში გოროხოვან-კოშტოვანი. გარდამავალ (მეტამორფულ B) ფენაში კი წვრილკოშტოვანი ან გოროხოვანი, ქვევით კი უსტრუქტუროა, ალაგ ხირხატიანობით და ქვიანობით ხასიათდებიან (სახესხვაობა 2, 3). აგებულებით ზედა ფენაში ფხვიერია, ქვევით მომკვრივო და მკვრივია, განვითარებული არიან ლიოსისებურ თიხებზე და თიხნარიან კონგლომერატებზე.


მდელოს ყავისფერი (ძველი ალუვიურ-დელუვიური) ნიადაგი (სახესხვაობა ¹5) წარმოდგენილია სოფელ მანავის ტერიტორიაზე. კერძოდ, ნაკვეთზე "ზვრები”, "მწვანე”. ამ ნიადაგის პროფილის სისქე 1,5-2,0 მ-ს აღწევს. აქტიური ჰუმუსიანი ფენა კი 45-50 სმ-ია. ხასიათდება ყავისფერი შეფერილობით აკუმულაციურ (A) ფენაში, ქვევით კი ღია ყავისფერი შეფერილობისაა, მოჩალისფრო იერით. გენეზისური ჰორიზონტების ჩამოყალიბება სუსტად არის გამოხატული. სტრუქტურა ზედა ფენებში კოშტოვან-გოროხოვანია. ქვედა ფენებში კი სუსტად არის გამოხატული ან უსტრუქტუროა. 80-100 სმ-ის სიღრმეზე შეიმჩნევა ნამარხი ფენა, შედარებით მუქი შეფერილობით. ზედა ფენებში ფხვიერი აგებულებისაა, ქვევით კი მკვრივია, მძიმე მექანიკური შედგენილობით.


მდელოს ყავისფერი (ძველი ალუვიური) კარბონატული, დიდი სისქის, მძიმე თიხნარი და თიხიანი ნიადაგი, (სახესხვაობა ¹6) გავრცელებულია ძირითადად სოფელ მანავის მიმდებარე ტერიტორიაზე რკინიგზის გასწვრივ ქვედა მხარეს. ამ ნიადაგის პროფილის სისქე 1,5-2,0 მ-ს აღემატება. აქტიური ჰუმუსიანი ფენა კი 50-60 სმ-ის ფარგელბშია. ხასიათდება ყავისფერი შეფერილობით აკუმულაციურ ფენაში, ქვევით ყავისფერი შეფერვით. 80-100 სმ-ის სიღრმიდან ჟანგის ლაქებით.


0-80 სმ-მდე სიღრმეზე გოროხოვანი და ბელტოვანი სტრუქტურით. ქვევით კი უსტრუქტუროა ან სუსტად გამოხატული სტრუქტურა აქვს. აგებულებით მომკვრივო ან ფხვიერია. ხასიათდება თიხიანი და მძიმე თიხნარი მექანიკური შედგენილობით და ტენიანობით.


ალუვიურ-პროლუვიური ნიადაგები (სახესხვაობა ¹7) წარმოდგენილია მანავის, თოხლიაურის, ჩაილურის და საგარეჯო-გიორგიწმინდის ტერიტორიის ჩრდილო ნაწილში, ჩაილურის ხევის, მათიანთხევის და გიორგიწმინდის ხევის გამოზიდვის კონუსებზე. ხასიათდებიან ღრმა სისქის პროფილით და 40-50 სმ სისქის ჰუმუსიანი ფენით. ზედა ჰუმუსიან ფენაში წვრილმარცვლოვან-კოშტოვანი სტრუქტურით, ქვევით, უსტრუქტურო აგებულებით, ფხვიერია. ძლიერ ხირხატიანი და ქვიანი. განვითარებულია გამოზიდვის კონუსების ქვა-ღორღიან და ქვიშიან ნალექებზე.


ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგენილია, რომ ყავისფერი და მდელოს ყავისფერი (ძველი ალუვიურ-დელუვიური და ალუვიური) ნიადაგები (სახესხვაობა 5 და 6) ძირითადად ჰუმუსის დაბალი შემცველობით ხასიათდებიან და აქტიურ ფენაში მათი რაოდენობა ძირითადად 3,5-1,5%-ის ფარგლებშია. ქვევით კი მკვეთრად მცირდება. გამონაკლისია მეორე სახესხვაობის ნიადაგი (ნაკვეთი "ხოდაბუნები” და "სამკალი მიწა” სოფ. კაკაბეთი) სადაც ჰუმუსის შემცველობა უფრო ღრმა ფენებშიც (100-120 სმ) უახლოვდება ზედა აქტიურ ფენას და 2,9-1,6%-ს შეადგენს. საერთო აზოტის შემცველობაც თითქმის შესაბამისობაშია ჰუმუსის რაოდენობასთან და აქტიურ ფენაში (A) ძირითადად 0,238-0,070%-ს შეადგენს.


გამონაკლისია ჭრილი ¹9 (სოფ. კაკაბეთი ნაკვეთი "სამკალი მიწა”), სადაც მისი რაოდენობა მაღალია და 0 - 20 სმ-ის ფენაში 0,980%-ს აღწევს. ასევე გამონაკლისს წარმოადგენს ჩვეულებრივი ყავისფერი ნიადაგები (სახესხვაობა ¹4), სადაც საერთო აზოტის შემცველობა ზედა ფენებთან შედარებით, მაღალია ქვედა ფენებში და 50-100 სმ-ის სიღრმეზე 0,980-0,602%-ს აღწევს, რაც არაკანონზომიერია.


ჰიდროლიზური აზოტი ზედა ფენაში 0-60 სმ-ის სიღრმეზე 11,70-5,60 მგ-ის ფარგლებშია 100 გ ნიადაგში, რაც საშუალო მაჩვენებელს წარმოადგენს. ქვედა ფენებში კი კანონზომიერად კლებულობს.


აგროტექნოლოგიური რეგლამენტები. "მანავის მწვანის” დასახელების ღვინის მისაღებად ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით დაცული უნდა იქნეს შემდეგი აგროტექნოლოგიური რეგლამენტები.


ჯიში კახური მწვანე


გავრცელების არეალი ზღვის დონიდან 400-დან 800-მდე.


დარგვის სქემა: 2 X 1,5 მ; 2,5 X 1,5 მ-ზე; იშვიათად 3 X 1,5მ;


შტამბის სიმაღლე: 60 – 100 სმ;


სხვლის ფორმა: თავისუფალი, ქართული ორმხრივი შპალერი, იშვიათად კორდონები;


დატვირთვის ნორმა 1 მ2-ზე 8-10 კვირტი; 1 ჰა-ზე 80-100 ათასი კვირტი.


მოსავალი 1 ჰა-ზე: _ 6-7 ტონა.


ჯიში რქაწითელი


დარგვის სქემა: 2 X 1,5; 2,5 X 1,5; იშვიათად 3 X 1,5მ;


შტამბის სიმაღლე: 70 – 100 სმ;


სხვლის ფორმა: ქართული ორმხრივი შპალერი და თავისუფალი;


დატვირთვის ნორმა 1 მ2-ზე 8-10 კვირტი. 1 ჰა-ზე 80-100 ათასი კვირტი.


მოსავალი 1 ჰა-ზე: - 9-10 ტონა.


ნიადაგის მოვლა-დამუშავება


სარწყავში. ნიადაგის დამუშავება აგრორეგლამენტების მიხედვით საშემოდგომო და საგაზაფხულო ხვნებით. კულტივაცია 4-5-ჯერ. ტენდამცველი ღონისძიებები _ ნიადაგის ზედაპირის ფხვიერ მდგომარეობაში შენარჩუნება (კულტივირება, ფრეზირება, მულჩირება). ბოლო სავეგეტაციო მორწყვის დამთავრება რთველის დაწყებამდე ერთი თვით ადრე.


ურწყავში. საშუალო ფერდობებზე ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებები: ნიადაგის მინიმალური და ნულოვანი დამუშავება; ბალახიან-კორდიანი სისტემა; ნიადაგის მულჩირება შესაძლებლობის მიხედვით.


განოყიერება


ორგანულ-მინერალური სასუქების გამოყენება კარტოგრაფიული აგრორე­გ­ლა­მენ­ტებით.


ფიტოსანიტარული რეგლამენტები


ძირითადი დაავადებები: განსაკუთრებული მიდრეკილება ნაცრისადმი, ჭრაქი, სიდამპლეები.


მავნებლები: ტკიპები, ყურძნის ჭია, ვაზის ცრუფარიანა.


ბრძოლის ღონისძიებების გატარება: ნაცრის წინააღმდეგ დამატებითი ღონისძიებების ჩატარება, საქართველოში რეგისტრირებული, კონტაქტური და სისტემური ქიმიური პრეპარატებით.


კახური მწვანის და რქაწითელის სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება


კახური მწვანე – თეთრყურძნიანი, საღვინე ვაზის ჯიშია.


ვაზი საშუალო ზრდისაა, საშუალო სიმწიფის პერიოდის. მტევნის საშუალო წონა 172 გ-ია, ხოლო საშუალო მოსავალი ჰექტარზე 5-8 ტ. ჯიშს ახასიათებს შაქრის დაგროვების (200-220 გ/დმ3) საკმაოდ დიდი უნარი, ნორმალური მჟავიანობის შენარჩუნებით (6,0-7,8 გ/დმ3). მგრძნობიარე ნაცრის მიმართ.


რქაწითელი – თეთრყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშია. გამოირჩევა სხვადასხვა პირობებისადმი გამძლეობით და პროდუქციის მაღალი ღირსებით. ჯიში საშუალო ან საშუალოზე საგვიანო პერიოდისაა, უხვმოსავლიანი (მტევნის საშუალო წონა 160-250 გ-მდე).


მწიფე ყურძენში შაქრიანობა 240 გ/დმ3-ს აღწევს, 7,8 გ/დმ3 მჟავიანობის შენარჩუნებით.


"მანავი” – ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირე­ბადი უმაღლესი ხარისხის თეთრი მშრალი ღვინოა.


მანავის ღვინის დასამზადებლად რთველი ტარდება ყურძნის 190 გ/დმ3 შაქრიანობისა და 5,5-7,5 გ/დმ3 ტიტრული მჟავიანობის დროს.


ღვინო "მანავი” ადგილწარმოშობის კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი მშრალი ღვინოა. მზადდება კახური მწვანეს ჯიშის ყურძნიდან. დასაშვებია 15%-მდე რქაწითელის ჯიშის ყურძნის გამოყენება.


ღვინო "მანავი” ხასიათდება ღია ჩალისფერიდან ჩალისფრამდე, მომწვანო ელფერით, გემოზე ნაზი, ჰარმონიული, დახვეწილი, ხალისიანი. ხილის ტონებით, ჯიშური არომატით, განვითარებული ბუკეტით.


ღვინო "მანავის” ქიმიური მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მაჩვენებლებს:


მოცულობითი სპირტშემცველობა, % - 10,5 – 12,5


ტიტრული მჟავიანობა – 5 – 7 გ/დმ3


აქროლადი მჟავები – არა უმეტეს 1 გ/დმ3


შაქარი – 0,3 გ/დმ3


დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია – არანაკლებ 16 გ/დმ3


გოგირდოვანი მჟავის საერთო მასის კონცენტრაცია – არაუმეტეს 210 მგ/დმ3


თავისუფალი გოგირდოვანი მჟავის კონცენტრაცია – არაუმეტეს 30 მგ/დმ3


დანარჩენი ნორმატივები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საკანონმდებლო აქტებს და ევროსაბჭოს 1999 წლის 17 მაისის ¹ 1493/98999 წ დადგენილებას.


ღვინო "მანავის” სანედლეულო ბაზის არსებული ფართობები:


მანავის მიკროზონაში სანედლეულო ბაზის ფართობი შეადგენს დაახლოებით 346 ჰა-ს.


წარმოებული მოსავალი მიკროზონაში საშუალოდ იქნება 2425 ტ. 1 ტონიდან 65 დეკალიტრის გამოსავლიანობის შემთხვევაში შესაძლებელია წარმოებული იქნას 157 000 დეკალიტრი ღვინომასალა.


მანავის მიკროზონის გეოგრაფიული მდებარეობა – ივრის ზეგანის შემაღლებულ-ვაკისებრი, დატოვებული სუსტად დანაწევრებული რელიეფი; მშრალი სუბტროპიკულიდან ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულზე გარდამავალი კლიმატი; მუქი ყავისფერი (შავმიწისებური) კარბონატული ნიადაგები, ჯიშის კახური მწვანეს გამორჩეული თვისებები განსაზღვრავენ ღვინო "მანავის” განსაკუთრებულ ღირსებას.


 

იხილეთ სრულად

მუკუზანი

გეოგრაფიული მდებარეობა. მევენახეობის სპეციფიკური ზონა „მუკუზანი“ მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა კახეთში, გურჯაანის მუნიცი­­პალიტეტში. იგი განთავსებულია მდ. ალაზნის ხეობის მარჯვენა სანაპიროზე, ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ დაქანებაზე, ზღვის დონიდან 400 – 650 მ სიმაღლის ფარგლებში. ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ და აღმოსავლეთისკენ ზონის ტერიტორია წარმოადგენს სუსტად და საშუალოდ დაქანებულ ფერდობებს და შლეიფებს, სუსტი ტალღისებური ზედაპირით, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით გავაკებაში გადადის და ემიჯნება ალაზნის პირველ ტერასას, ჭერმის ხევის და ფაფრისხევის გაყოლებით. ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებით კი გრძელ­დება მდ. ალაზნის დინების შუა წელში, ცივ-გომბორის ქედის 5-60 დაქანების ერთ-ერთ შლეიფზე მდებარე სავენახე ფართობებზე.


ღვინო ,,მუკუზანი’’-ს სანედლეულო ბაზა მოიცავს სოფლებს: მუკუზანი, ზეგაანი, ჩუმლაყი, ახაშენი, ველისციხე, ვაზისუბანი, შაშიანი, კალაური, შრომა და კახიფარის ტერიტორიებს.


კლიმატი. მუკუზნის სპეციფიკურ ზონაში კლიმატი ზომიერად ნოტიოა – ცხელი ზაფხულით და ზომიერად ცივი ზამთრით. ამინდის ფორმირებას განაპირობებს სუბტროპიკულ და ზომიერ განედებში განვითარებული, აღმო­სავლეთიდან და დასავლეთიდან გადმონაცვლებული ატმოსფერული პროცესები. არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება ასევე ადგილმდე­ბარე­ობის რელიეფური პირობების გავლენით წარმოქმნილ პროცესებს, კერძოდ, კახე­თის კავკა­სიონის მყინვარებით დაფარული მაღალი მწვერვალებიდან დაშვე­ბუ­ლი ცივი ჰაერის მასების ზემოქმედებას.


მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა მუკუზნის სპეციფიკურ ზონაში მერყეობს 2150- 2200 საათის ფარგლებში, ხოლო სავეგეტაციო პერიოდში 1610 საათს აღწევს. მზის პირდაპირი რადიაცია მოსული ჰორიზონტალურ ზედაპირზე წლიურად შეადგენს 70-75 კკალ/სმ2, გაბნეული რადიაცია 50-54 კკალ/სმ2, მზის ჯამობრივი რადიაცია წლიურად 120-130 კკალ/სმ2. მზის ნათების არსებული რაოდენობის შეფარდება მის შესაძლო რაოდენობასთან ზაფხულის თვეებში და სექტემბერში საშუალოდ მეტად მაღალია და 68%-ს უდრის.


ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 120-ია. ყველაზე ცივი თვის იანვრის საშუალო ტემპერატურა +1,10, ყველაზე თბილი თვეების – ივლისი და აგვისტო კი _ ერთმანეთს უახლოვდება და 23,1–22,90 უდრის. ჰაერის ტემპერატურების წლიური აბსოლუტური მინიმუმების საშუალო -100, აბსოლუტური მინიმუმი -230 აღწევს. ჰაერის ტემპერატურის წლიური აბსოლუტური მაქსიმუმების საშუალო 340, აბსოლუტური მაქსიმუმი კი 380 უდრის.


ჰაერის ტემპერატურის დღეღამური ამპლიტუდა ყველაზე მაღალია ზაფხულის თვეებში (ივნისი, ივლისი, აგვისტო) და საშუალოდ 90 და მეტს აღწევს. ეს მაჩვენებელი ყველაზე ნაკლებია (4,8-5,50) ზამთარში.


მუკუზნის სპეციფიკურ ზონაში ფესვთა სისტემის გააქტიურება მაისის შუა რიცხვებიდან იწყება. საფერავის კვირტის გაშლა მოსალოდნელია აპრილის შუა რიცხვებში, ყვავილობა - მაისის ბოლოს, ყურძნის სიმწიფე - აგვისტოს მეორე ნახევარში, ყურძნის ტექნიკური მომწიფება - სექტემბრის ბოლოს. ამისათვის საჭიროა 35000 და მეტი სითბო. მუკუზნის სპეციფიკურ ზონაში აქტიურ ტემპერატურათა ჯამი (St>100C) 4120-34400 -ის საზღვრებში ცვალებადობს.


ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი 884 მმ-ს, აქედან სავეგეტაციო პერიოდში 645 მმ-ს უტოლდება. ნალექები ყველაზე მეტი რაოდენობით (150 მმ) მოდის მაისში. ნაყოფის ფორმირების პერიოდში (ივნისი, ივლისი, აგვისტო), ნალექების რაოდენობა მცირეა, ამიტომ დასაშვებია დამატებითი მორწყვა. ყურძნის მომწიფების პერიოდში, განსაკუთრებით სექტემბერში, ატმოსფერული ნალექები საკმაოზე მეტია და 75 მმ უდრის.


ჰაერის საშუალო წლიური შეფარდებითი სინოტივე 71%-ს უდრის. სავეგეტაციო პერი­ოდ­ში ეს მაჩვენებელი 68%-ზე მეტი არ არის.


თოვლის საფარი იქმნება დეკემბრის ბოლო დეკადაში (25.XII), რომელიც მარტის შუა რიცხვებში ქრება. მიკროზონაში შემოდგომის პირველი წაყინვები ნოემბრის დასასრულს (27.XI) იწყება. ბოლო წაყინვები საშუა­ლო­დ 24 მარტიდან წყდება და 10 წელიწადში ერთხელ აპრილის შუა რიცხვებამდეა მოსალოდნელი, ზონაში უყინ­ვო პერიოდის ხანგრძლივობა 230 დღეზე მეტია.


სეტყვიანი დღეების რიცხვი წელიწადში საშუალოდ 2,2-ს უდრის. სეტყვა ყველაზე ხშირად მაისში (0,7 დღე) და ივნისში (0,5 დღე) მოდის. ანომალურად სეტყვიან წლებში, სეტყვიანი დღეების რაოდენობამ შესაძლოა 5-ს მიაღწიოს.


ნიადაგის ზედაპირის საშუალო წლიური ტემპერატურა 140 უდრის. ყველაზე თბილ თვეებში (ივლისი, აგვისტო) ნიადაგის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა 280 აღწევს; ყველაზე ცივ თვეში _ იანვარში კი -10-ია.


ძირითადად გაბატონებულია დასავლეთის (32%) და სამხრეთ-დასავლეთის (23%) ქარები. ქარის საშუალო წლიური სიჩქარე 1,4 მ/წმ უდრის.


აღნიშნული მონაცემების ანალიზიდან გამომდინარე სპეციფიკური ზონა მიეკუთვნება ქარების მავნე ზემოქმედების III ჯგუფის რაიონებს. ქარის უარყოფითი ზემოქმედებისგან თავის დაცვის მიზნით, უკეთეს შემთხვევაში, რეკომენდებულია ორრიგიანი ქარსაფარი ზოლების გაშენება.


ნიადაგები. მუკუზანის მიკროზონაში წარმოდგენილია ტყის ყავისფერი, მუქი-ყავისფერი, მდელოს ყავისფე­რი, რენძო-ყავისფერი და ალუვიური ნიადაგების ნაირსახეობები, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვა­ვ­დებიან პროფილის სისქით, ხირხატიანობის ხარისხით და მექანიკური შედგე­ნილობის მიხედვით. ტყის ყავისფერი ნიადაგები წარმოდგენილია ზედა სარტყელში ცივგომბორის მთების ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთებზე, მდელოს ­ყავისფერი და რენძო-ყავისფერი ნიადაგები კი ამ კალთების ქვედა ზოლში მდინარე ალაზნის მეორე ტერასის მიჯნაზე ქვემო ალაზნის სარწყავი არხის გაყოლებაზე, ხოლო ალუვიური ნიადაგები მდინარე ალაზნის მეორე ტერასაზე, ქვემო ალაზნის სარწყავი არხის ქვემოთ მდინარე ალაზნის პირველ ტერასამდე.


არსებული კვლევის მასალების ანალიზიდან გამომდინარე, მუკუზნის სპეციფიკური ზონის ტერიტორიაზე გამოყოფილია ნიადაგების შემდეგი სახეები და სახესხვაობები:


  1. ტყის ყავისფერი, დიდი სისქის, სუსტად ხირხატიანი, საშუალო და მძიმე თიხნარი;
  2. ტყის ყავისფერი, საშუალო სისქის, საშუალოდ ხირხატიანი, საშუალო და მძიმე თიხნარი;
  3. ტყის ყავისფერი, საშუალო სისქის, მცირე ჰუმუსიანი, საშუალოდ ხირხატიანი და სუსტად ქვიანი, მძიმე თიხნარი;
  4. ყავისფერი, დიდი სისქის, სუსტად ხირხატიანი, თიხიანი და თიხნარი;
  5. მუქი ყავისფერი (ძველი ალუვიური), დიდი სისქის, თიხიანი;
  6. მუქი ყავისფერი, საშუალო სისქის, სუსტად ხირხატიანი, საშუალოდ და მსუბუქი თიხა;
  7. მდელოს ყავისფერი (ძველი ალუვიური) დიდი სისქის, თიხიანი;
  8. მდელოს ყავისფერი (ძველი ალუვიური) დიდი სისქის, სუსტად ხირხატიანი, თიხიანი;
  9. რენძინო-ყავისფერი, დიდი სისქის, სუსტად ხირხატიანი, მსუბუქი თიხა და მძიმე თიხნარი;
  10. რენძინო- ყავისფერი, საშუალო სისქის, სუსტად ხირხატიანი, თიხნარი და თიხიანი;
  11. ალუვიურ-კარბონატული დიდი სისქის თიხნარი;
  12. ალუვიურ-კარბონატული დიდი სისქის ხირხატიან თიხნარი;
  13. დელუვიური კარბონატული, დიდი სისქის, თიხნარი;
  14. ალუვიური-პროლუვიური, კარბონატული, დიდი სისქის, ხირხატიანი, მსუბუქი თიხნარი და სილნარი.


დიდი სისქის ნიადაგებში პროფილის სიღრმე 80-100 სმ-დან 110-130 სმ-ის ფარგლებში ცვალებადობს. საშუალო სისქის ნიადაგებში კი პროფილის სისქე 60-70 სმ-დან 70-80 სმ-მდეა. აქტიური ჰუმუსიანი ფენა დიდი სისქის ნიადაგებში შესაბამისად 50-60 სმ-დან 75-85 სმ-მდე მდებარეობს, ხოლო საშუალო სისქის ნიადაგებში 30-40 სმ-დან 40-50 სმ-მდე. ნიადაგის სტრუქტურა მარცვლოვან-კოშტოვანიდან (ზედა ფენებში) კოშტოვან-გოროხოვანამდე ქვევით და უფრო ქვევით ბელტოვანში გადადის. ნიადაგის პროფილში ფესვები, ორგანული ნარჩენები, კირისთვლები და კენჭები. კალციუმის კარბონატები ზევიდან ქვევით მატუ­ლობს და ქვედა ფენებში ზოგან 24% აღწევს, ზოგიერთი ჭრილების (რენძო-ყავის­ფერი) ქვედა ფენები კი კალცი­უმის კარბონატებს ძალიან დიდი რაოდე­ნო­ბით შეიცავენ.


ყველა ამ ნიადაგში ჰუმუსის შემ­ცვე­ლობა ძირითადად დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება და 0,5-3,0%-ის ფარ­გ­ლებ­შია. დაბალია მეტწილად ჰიდროლიზური აზოტის შემცველობაც და 5 მგ-ს არ აღე­მა­ტე­ბა 100 გ ნიადაგში, ასევე, დაბალია ხსნადი ფოსფორისა და გაცვლითი კალიუმის შემ­ცველობაც, გარდა გამო­ნაკლისისა. კალციუმის კარბონატებს ძირითადად საშ­უ­ა­ლო რაოდენობით შეიცავენ და 8-20%-ის ფარგლებშია. ნიადაგის არეს რეაქცია (pH) საშუალო ტუტეა. შესწავლილი ნიადაგური საფარი წარმოდგენილია დახრილ ფორმებზე და ნიადაგები განვითარებულია კარბონატების მაღალი შემცველობის მქონე ქანებზე.


აგროტექნოლოგიური რეგლამენტები

„მუკუზანი“-ს დასახელების ღვინის მისაღებად, ნიადაგურ-კლიმატური პირო­ბების გათვალისწინებით, დაცული უნდა იქნეს შემდეგი აგროტექ­ნო­ლო­გი­ური რეგლამენტები:


ჯიში საფერავი

გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 400-650 მეტრამდე;

დატვირთვის ნორმა 1მ2-ზე: არაუმეტეს 10 კვირტი. 80-100 ათასი კვირტი 1 ჰა-ზე;

რეგლამენტირებული მოსავალი: არაუმეტეს 8 ტონა 1 ჰა-ზე.


ნიადაგის განოყიერება

ორგანულ-მინერალური სასუქების გამოყენება კარტოგრაფიული აგრორეგლა­მენ­ტე­ბით.


ფიტოსანიტარული ღონისძიებები

ვაზის ძირითადი მავნებლების და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში რეგისტრირებული კონტაქტური და სისტემური პრეპარატებით.



ღვინო „ მუკუზანი “


„მუკუზანი“ ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხა­რისხის მშრალი წითელი ღვინოა.

ღვინო „მუკუზანი“ ხასიათდება ბროწეულისფერი შეფერვით. გემოზე სრული, ჰარ­­­მო­­ნიული, ხავერდოვანი და დახვეწილია, გამოხატული ჯიშური სპეციფიკური არომატით და მაღალი ექსტრაქტით.

ღვინო „მუკუზანის“ ქიმიური მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მაჩვე­ნებლებს:

მოცულობითი სპირტშემცველობა - არანაკლებ 10,5%;

შაქრების მასური კონცენტრაცია - არაუმეტეს 4,0 გ/დმ3;

ტიტრული მჟავიანობა - არანაკლებ 5,0 გ/დმ3;

დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია – არანაკლებ 20 გ/დმ3;

გოგირდოვანი მჟავის საერთო მასის კონცენტრაცია – არაუმეტეს 160 მგ/დმ3;

თავისუფალი გოგირდოვანი მჟავის კონცენტრაცია – არაუმეტეს 30 მგ/დმ3;

აქროლადი მჟავიანობა - არაუმეტეს 1,2 გ/დმ3.

დანარჩენი ნორმატივები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საკანონმდებლო აქტებს და ევროსაბჭოს 1999 წლის 17 მაისის # 1493/1999 დადგენილებას.


 


     


      იხილეთ სრულად

      ნაფარეული

      გეოგრაფიული მდებარეობა – მევენახეობის სპეციფიკური ზონა "ნაფარეული” მდებარეობს კახეთის რეგიონში, მდ. ალაზნის ზემო წელში, მის მარცხენა სანაპიროზე. სავენახედ ასათვისებელი ფართობები მოქცეულია მდ. ალაზნის მარცხენა შენაკადების, კავკასიონის სამხრეთი ტოტებიდან ჩამონადენ სტორისა და დიდხევ-ლოპოტას ხეობების ქვემო წელში.

      სავენახე ფართობები ზღვის დონიდან 400-500 მეტრ სიმაღლის საზღვრებში იცვლება. ნაფარეულის გრძედზე კახეთის ვაკის საერთო სიგანე დაახლოებით 20 კმ უდრის.

      კავკასიონის მთიანი სისტემის სამხრეთულ დაქანებებზე არსებული სავენახე ფართობების დახრილობა 3-50 ფარგლებში იცვლება. ნაფარეულის სპეციფიკური ზონა მდებარეობს ჩრდილო განედის 42003' და აღმოსავლეთ გრძნ­ედის 45031' კოორდინატებზე. იგი მოიცავს სოფლებს: ნაფარეული, სანიორე, ჯუგაანი, არტანა, ფშაველი და ლალისყური.


      კლიმატი – სპეციფიკური ზონა ხასიათდება ზომიერად ნოტიო კლიმატით, ზომიერად ცივი ზამთრით და ცხელი ზაფხულით, ნალექების ორმაგი მსვლელობით წლის განმავლობაში. ადგილობრივი კლიმატის თავისებურებას ძირითადად განაპირობებს რელიეფური პირობები და მისთვის დამახასიათებელი ცირკულაციური პროცესები.


      მდ. ალაზნის მარცხენა მხარეს, ცის თაღის მეტი მოღრუბლულობის შედეგად, მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა მდინარის მარჯვენა სანაპიროსთან შედარებით ნაკლებია და 2050 საათს უდრის. ვაზის სავეგეტაციო პერიოდში ეს მაჩვენებელი 1500 საათს არ აღემატება. მზის ნათების არსებული რაოდენობის შეფარდება მის შესაძლო რაოდენობასთან, ზაფხულის თვეებში და სექტემბერში საშუალოდ შეადგენს – 63%-ს; მდებარეობის სითბური ბალანსის ძირითადი წარმომქმნელი კომპონენტი მზის პირდაპირი რადიაცია სხივებისადმი პერპენდიკულარულ ზედაპირზე 120-130 კკალ/სმ2, ხოლო ჰორიზონტალურზე – 70-75 კკალ/სმ2 უდრის. რადიაციული ბალანსი წლიურად 52-54 კკალ/სმ2-ია. მოწმენდილი დღეების რიცხვი (საერთო მოღრუბლულობით) წლიურად 48-ს, ხოლო ქვედა იარუსზე ღრუბლიანობის მიხედვით 89 უდრის. ზაფხულის თვეებში მოწმენდილი დღეები, საერთო და ქვედა იარუსის ღრუბლიანობის გათვალისწინებით, შესაბამისად 16 და 23-ს, ხოლო ყურძნის სიმწიფის პერიოდში 15 და 16 დღეს არ აღემატება.


      ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 12,40 უდრის. ყველაზე ცივი თვის (იანვარი) საშუალო ტემპერატურა +0,50, ყველაზე თბილი თვეების (ივლისი-აგვისტო) კი 23,7–23,40 აღწევს. ჰაერის ტემპერატურის წლიური აბსოლუტური მინიმუმების საშუალო -130, აბსოლუტური მინიმუმი -240 უდრის. ჰაერის ტემპერატურის წლიური აბსოლუტური მაქსიმუმების საშუალო 360, აბსოლუტური მაქსიმუმი კი 390 აღწევს.


      ჰაერის ტემპერატურის 100-ზე ზევით მდგარდი გადასვლა 5.IV-ს, ხოლო აღნიშნულ გრადაციაზე ქვევით ტემპერატურის დაცემა 2.XI-ს ხდება.


      აქტიურ ტემპერატურათა ჯამის საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობა აქ 39200 უდრის. წლების მიხედვით სითბოს ჯამი შეიძლება მერყეობდეს 36000-დან (95%) 4170-მდე (10%).


      ატმოსფერული ნალექების საშუალო მრავალწლიური ჯამი 845 მმ, სავეგეტაციო პერიოდში 630 მმ შეადგენს. ნალექები ყველაზე მეტი რაოდენობით მოდის მაისში (132 მმ) და ივნისში (112 მმ). ყურძნის სიმწიფის პერიოდში (VIII-IX) ნალექების საშუალო რაოდენობა 145 მმ უდრის. ჰიდროთერმული კოეფიციენტი აგვისტო-სექტემბერში 1,0 და 1,3-ს უდრის. აქედან გამომდინარე ყურძნის სიმწიფის პერიოდი, ცალკეული შემთხვევების გარდა, ტენით უზრუნველყოფილია. ცალკეულ წლებში, აგვისტოში ხშირად ადგილი აქვს ტენის დეფიციტს.


      ნალექების საერთო რაოდენობიდან ყველაზე მეტი გაზაფხულ (34%) – ზაფხულის (32%) პერიოდებში, შედარებით ნაკლები (22%) შემოდგომით და ზამთარში (12%) მოდის.


      ჰაერის საშუალო წლიური შეფარდებითი ტენიანობა 74%-ს უდრის. სავეგეტაციო პერიოდში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 71% უტოლდება, რაც მეტად ახლოსაა ვაზის ბიოლოგიური ფაზებისათვის დადგენილ ხელსაყრელ ნორმასთან (70%). სინოტივე ყველაზე მეტ მნიშვნელობას შემოდგომის დასასრულს და ზამთრის დასაწყისში აღწევს (82%). შედარებით ნაკლებია (66-67%) ზაფხულის მეორე ნახევარში.


      აქტიურ ტემპერატურათა ჯამი (40000) აქ ოთხ წელიწადში ერთჯერ (25%) არის მოსალოდნელი.


      შემოდგომით პირველი წაყინვები საშუალოდ 11 ნოემბერს იწყება. 10 წელიწადში ერთჯერ პირველი წაყინვები შესაძლოა 16 ოქტომბერს დაიწყოს.


      გაზაფხულის უკანასკნელი წაყინვები საშუალოდ წყდება მარტის ბოლო რიცხვებში. 10 წელიწადში ერთჯერ საგვიანო წაყინვები შესაძლოა აპრილის შუა რიცხვებამდე არ შეწყდეს.


      სეტყვიან დღეთა რიცხვი წელიწადში საშუალოდ 1,6 უდრის. სეტყვიანია მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი. სეტყვა ყველაზე ხშირად ივნისში (0,5 დღე) და მაისში (0,3 დღე) მოდის. მეტად სეტყვიან წლებში აქ მოსალოდნელია 5 სეტყვიანი დღე.


      ჰაერის ტემპერატურის წლიური აბსოლუტური მინიმუმების საშუალო -130C უდრის. ცივი ჰაერის მასებისაგან დაცულ ცალკეულ ფართობებზე ეს მაჩვენებელი -11, -120-ზე მეტი არ არის. -13