ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

ძირითადი საქმიანობა

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

ღვინის წარმოების ხარისხის კონტროლი და სერთიფიცირება;

ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება;

საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა;

ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა და პოპულარიზაცია;

ვენახების საკადასტრო უწყებრივი რეესტრის შექმნა;

რთველის ორგანიზებულად ჩატარების ხელშეწყობა.

ღვინის ეროვნული სააგენტო თავის საქმიანობას ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მუდმივი კონტაქტისა და საქართველოს შესაბამის სახელმწიფო და მეღვინეობის სფეროში მოქმედ კერძო კომპანიებთან თანამშრომლობის რეჟიმში.

ქართული ღვინო