ავტორიზაცია / რეგისტრაცია სააგენტოს ვებ გვერდები

9 თვის ექსპორტის მონაცემები

ექსპორტი

9 თვის ექსპორტის მონაცემები
08.10.2019

2019 წლის 9 თვეში საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში  65,2 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 10%-ით აღემატება.  ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 164 მლნ აშშ დოლარს აღწევს,  რაც 2018 წლის ანალოგიურ  მონაცემზე 16%-ით მეტია.
ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ - 60% (533206 ბოთლი), დიდი ბრიტანეთი - 40% (93067), პოლონეთი - 18% (2905372) და ჩინეთი - 11% (5334939). ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: ლიეტუვა - 52% (503832), გერმანია - 36% (476145), ბელარუსი - 35% (1606565), ისრაელი - 88% (218921), ესტონეთი - 19% (499736), რუსეთი - 11% (41112235), მოლდოვა - 5717% (411812), ნიდერლანდები - 21% (73078), ჩეხეთი 102% - (62700), შვედეთი - 397% (55506), ბულგარეთი - 51% (24228), ავსტრალია - 15% (19636), კანადა - 2% (121650), მონღოლეთი - 13% (184212), და ა.შ.
ექსპორტიორი ქვეყნების ათეულია: რუსეთი (41112235), უკრაინა (6766841), ჩინეთი (5334939), პოლონეთი (2905372), ყაზახეთი (2477358), ბელარუსი (1008888), ლატვია (988122), აშშ (533206), ლიეტუვა (503832) და ესტონეთი (499736). 
9 თვის მონაცემებით, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 289 კომპანიამ განახორციელა.
ამასთან, მსოფლიოს 23 ქვეყანაში ექსპორტირებულია 19,5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 44%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 42,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 54%). მსოფლიოს 24 ქვეყანაში ექსპორტირებულია 473,2 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 65% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,3 მლნ აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 54%).
მთლიანად ღვინის, ბრენდი, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 236 მლნ აშშ დოლარი, რაც 6%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ქართული ღვინო